"ხიმნასტიკის" პრეზიდენტი: აბურჯანიას დაბრუნება ჩვენი ერთ-ერთი მიზანია

AutoSharing Option
"ხიმნასტიკის" პრეზიდენტის განცხადებით, გიორგი აბურჯანიას დაბრუნება იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს მათი ერთ-ერთი მთავარი მიზანი იქნება. ინფორმაციას ქალაქ ტარაგონას რადიოს ვებგვერდი ავრცელებს.

ხოსეპ მარია ანდრეუმ აღნიშნა, რომ მათ შეტევის გაძლიერება სურთ და ქართველ ნახევარმცველთან ერთად მათი მიზანი კიდევ ორი თავდამსხმელის დამატებაა.

"შეტევაში ძალიან ცუდად გამოვიყურებით და გაძლიერება გვესაჭიროება. საუბარი მიდის "ესპანიოლის" ფორვარდ ფერნანდო ვასკესთან და ვფიქრობ, იგი მალე  ჩვენი ფეხბურთელი გახდება.

ასევე გვსურს გიორგი აბურჯანიას დაბრუნება და მოლაპარაკებებს მასთანაც ვაწარმოებთ. მესამე ფეხბურთელი კი ხავიერ მატილაა.

ვფიქრობ, ეს სამი მოთამაშე ჩვენს გუნდს
ძალიან წაადგება", - აღნიშნა ანდრეუმ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი აბურჯანია "სევილია B"-ში "ხიმნასტიკიდან" გადავიდა. ამჟამად "ხიმნასტიკში" ოთარ კაკაბაძეც თამაშობს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული