ჯაბა კანკავა კუსტანაის "ტობოლში" ჩაირიცხა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა ყაზახეთის კუსტანაის "ტობოლში" ჩაირიცხა.

ჯაბამ 6 თვის წინ დატოვა საფრანგეთის "რეიმსი", რომლის შემადგენლობაში გასულ სეზონში 20 მატჩი ჩაატარა და ყაზახურ გუნდში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.

ტობოლმა" 2017 წლის სეზონში ყაზახეთის ჩემპიონატში მე-5 ადგილი დაიკავა, 8 432-იან სტადიონზე თამაშობს და ამ გუნდში საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირი ასპარეზობს.

კანკავა ადრე თბილისის "დინამოს", ვლადიკავკაზის "ალანიას", კიევის "არსენალის", "დნიპროს" და კრივოი როგის "კრივბასის" ღირსებას იცავდა, საქართველოს ნაკრებში კი 54 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი.
მკითხველის კომენტარები / 16 /
სამწუხაროა ჯაბას დონის მოთამაშე კუსტურიცაში მიდიოდეს სათამაშოდ. ტოპლიგის საშუალო გუნდი ეკუთვნის ამ კაცს, მაგრამ ყოველთვის სამართლიანად არ ხდება ყველაფერი.. რა შეიძლება ითქვას, უგუნდოდ ყოფნას სჯობს ყაზახეთში გააგოროს ბურთი.
წარმატებები ჩვენს კაპიტანს!
Georgian
00:56 27-12-2017
0
უკრაინაშიც კი არ გამოინახა კანკავასთვის ადგილი? არ ვიცი ჩვენს ბიჭების მართლა რაღაც სენი (ალბათ ბავშვობის დროინდელი არასწორი საწვრთნელი მეთოდების) იჩენს ხოლმე თავს როგორც კი რომელიმე ასე თუ ისე საფეხბურთო ქვეყანაში მოხვდებიან ან ძალიან უუნარო აგენტები ყავთ. კანკავაზეც ხომ ვერ ვიტყვით "თავში აუვარდაო" მაგრამ ფაქტია რომ რეიმსში ვერ გაქაჩა და ისეთი რეგრესი განიცადა რომ რაღაც გაუგებარ გუნდში უწევს წასვლა. ჩვენს ნაკრებს ვეღარც ახალი ფორმატი უშველის და სულ რომ ყველა გადიოდეს ჯგუფიდან ბოლოადგილოსნის გარდა ვერც ის.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული