ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

The Sun: "ვესტ ბრომვიჩი" და "ლესტერი" საბა კვირკველიას შეძენას აპირებენ

AutoSharing Option
"სანის" ცნობით, მოსკოვის "ლოკომოტივის" ქართველი ცენტრალური მცველის საბა კვირკველიას სამსახურით "ვესტ ბრომვიჩი" და "ლესტერი" არიან დაინტერესებული და არაა გამორიცხული, იანვარში პრემიერლიგაზე გააგრძელოს კარიერა.

გამოცემის მტკიცებით, კვირკველის ტრანსფერზე ეს კლუბები მალე მიმართავენ "ლოკოს" წინადადებით და დარწმუნებული არიან, რომ თავდადებულად მოასპარეზე ქართველს, რომელმაც რუსეთის ჩემპიონატის პირველ წრეში დიდებულად ითამაშა, ინგლისურ ფეხბურთში ადაპტაცია არ გაუჭირდება. თავად საბას თურმე, კარიერის პრემიერლიგაზე გაგრძელება სურს.

"ლოკომოტივი" ქართველ მცველს 18 მილიონ ფუნტად აფასებს, მაგრამ მწვრთნელს იური სიომინს მისი გაყიდვა არ უნდა, რადგან შემადგენლობის შენარჩუნებას ცდილობს. კვირკველიას რკინიგზულ
კლუბთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.
ასევე დაგაინტერესებთ