დვალი და მერებაშვილი პოლონეთის ჩემპიონატის 21-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდნენ

AutoSharing Option
ქართველი ფეხბურთელები ლაშა დვალი და გიორგი მერებაშვილი პოლონეთის "ექსტრაკლასას" 21-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდნენ.

დვალმა აუტსაიდერი "პოგონის" შემადგენლობაში, "არკას" წინააღმდეგ მოგებულ (1:0) შეხვედრაში 90 წუთი ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო.

სრული სათამაშო დრო მიეცა გიორგი მერებაშვილსაც. 31 წლის ქართველმა ნახევარმცველმა ვარშავის "ლეგიას" დამარცხებაში (2:0) თავისი წვლილი შეიტანა.

პოლონეთის ჩემპიონატში 21-ე ტურის შემდეგ შესვენება გამოცხადდა. "ექსტრაკლასა" 2018 წლის 9 თებერვალს განახლდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული