ნიკა კაჭარავამ "კორონა" "პიასტთან" წაგებას გადაარჩინა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პოლონეთის ექსტრაკლასას 21-ე ტურში ამ ბოლო დროს წარუმატებლად მოასპარეზე კელცეს "კორონამ" ერთ-ერთ აუტსაიდერს გლივიცეს "პიასტს" უმასპინძლა და კინაღამ დამარცხდა.

მატჩს 15 550-იან სტადიონზე 5 277 მაყურებელი დაესწრო და მასპინძლებს გამარჯვების იმედი ჰქონდათ. თუმცა, დრო გადიოდა, გოლი კი ვერა და ვერ გაჰქონდათ, 85-ე წუთზე კი სტუმართა გუნდის ესტონელმა ნახევარმცველმა კონსტანტინ ვასილიევმა ანგარიში გახსნა და როდესაც ყველას ეგონა, კელცელები წააგებდნენ, 89-ე წუთზე ნიკამ საპასუხო გოლი გაიტანა და თავის გუნდს ქულა მოუპოვა.

კაჭარავამ ეს შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა. მან ქვეყნის ჩემპიონატის 12 მატჩში 4
გოლი გაიტანა.

"კორონა" 31 ქულით მე-7 ადგილზეა და 11 თებერვალს, შემდეგ ტურში გასვლაზე "ნიეჩიეზას" ხვდება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
გოლის გატანას გილოცავ ნიკა, სულ წარმატებების წელი ყოფილიყოს დამდეგი ახალი წელი შენთვის.
gizog
12:04 16-12-2017
0
ნუ ამბობთ, რომ კაჭარავას თამაში არ მისდის, პირიქით მე მის პროგრესს ვხედავ. ტიპს სულ უფრო მეტი სათამაშო დრო ეძლევა. ბოლო 2-3 თამაშია საფინალო სასტვენამდე რომ ითამაშა, ანუ ფიზიკურად მაგრა იტვირთება, ამის ფონზე კი ისე ეფექტური ვეღარ არის, ამიტომააქვს სტაბილურ 90 წუთს მნიშვნელობა და ამიტომაა ფასეული ასეთი ფეხბურთელები ნაკრებისთვის. ბოლო შეხვედრაში, ნიკა 75-ე წუთიდან უფრო გააქტიურდა, საგოლე კომბინაციაც თვიტონ გაატამაშა, მარა ხეეირიანად ვერ დაარტყა, იბრძოლა და გოლიუც გაიტანა. ანუ ბიჭი მაგრა იზრდება, ფიზიკაშიც და ისეც. პრიდელზე თამაშობდა ისე, დროზე მოუსწრო ზამთრის შესვენებამ. ეგ ბიჭი ბევრს მიაღწევს, გულავს აყოლილი არაა ეტყობა, საკმაოდ მაღალი ტემპია პოლშაში. თუ ფიზიკაში ცოტას მოუმატებს, და სტაბილური 90 წუთი მიეცემა, აუცილებლად კაი გუნდში მოხვდება, ნაკრებშიც ბევრად მეტი დრო უნდა მიეცეს. წარმატებები, ის ნათელი წერტილია დღევანდელ ნაკრებში
vaso
10:13 16-12-2017
1

სიახლეები პოპულარული