ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

თითქმის 8 თვის შემდეგ - ლევან მჭედლიძე მოედანს უბრუნდება

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და იტალიური ''ემპოლის'' ფორვარდი ლევან მჭედლიძე მოედანს უბრუნდება, - ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

27 წლის ფეხბურთელი ბარსელონაში პროფესორ კუგატის კლინიკაში იმყოფებოდა და სასიხარულო ცნობა შეიტყო.

ლევანი მალე დაიწყებს სირბილს და სავარაუდოდ, მთავარ გუნდსაც უახლოეს დღეებში შეუერთდება.

მჭედლიძემ ტრავმა 23 აპრილს, ''მილანის'' წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში მიიღო.

იმ მატჩში ქართველმა ფორვარდმა თავი გატანილი გოლითაც გამოიჩინა, ხოლო 53-ე წუთზე მძიმე ტრავმა მიიღო და იგი მასიმო მაკარონემ შეცვალა.

მომზადებულია empolichannel-ის მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ