ესპანური პრესა: გიორგი აბურჯანია შესაძლოა ''ხიმნასტიკში'' დაბრუნდეს

AutoSharing Option
გიორგი აბურჯანია შესაძლოა ტარაგონას "ხიმნასტიკში" დაბრუნდეს. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური პრესა ავრცელებს. წყაროს ცნობით, ამ ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.

სტატიაში აბურჯანიაზე ნათქვამია, რომ იგი ესპანეთში, როგორც სრულიად უცნობი ფეხბურთელი, ჩამოვიდა და გულშემატკივართა გულები მალე დაიპყრო.

შემდეგ "სევილიაში" 1.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.

ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში ქართველი ფეხბურთელი გახდება მეორე ნახევარმცველი, რომელიც ''ხიმნასტიკში'' ამ ზამთარს გადავა.

აბურჯანია ტარაგონულ კლუბში 2016 წელსაც თამაშობდა და 16 შეხვედრაში საკუთარ ანგარიშზე 2 გოლიც ჩაიწერა.

რამდენიმე დღის წინ ფეხბურთელმა Sportall.ge-სთან ინტერვიუშიც განაცხადა, რომ ''სევილიადან'' წასვლას
აპირებს.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული