სანდრო კობახიძემ ისევ გაიტანა გოლი, "ვორსკლამ" ისევ გაიმარჯვა

AutoSharing Option
უკრაინის ჩემპიონატის მე-19 ტურში პოლტავას "ვორსკლამ" კიევში 4:1 დაამარცხა დონეცკის "ოლიმპიკი" 4:1.

ამჯერად "ვორსკლას" მწვრთნელმა სათადარიგოთა სკამზე დატოვა ქართველი მცველი ანდრო გიორგაძე, შემტევი ნახევარმცველი სანდრო კობახიძე კი შეუცვლელად ათამაშა და მან ისევე როგორც წინა შეხვედრაში "ალექსანდრიასთან", არიენ რობენის სტილში გაუტანა გოლი დონბასური გუნდის გოლკიპერს ზაურ მახარაძეს, როდესაც მარჯვენა ფლანგზე ორ მცველს გასცდა და ბურთს კარის ცხრიანში მიუჩინა ადგილი.

სანდროს დუბლის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ 54-ე წუთზე მისი დარტყმული ბურთი მახარაძემ მოიგერია.

"ვორსკლა" 31 ქულით სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული