საბა კვირკველია ევროპა ლიგაზე მეორე ჩამჭრელია

AutoSharing Option
მოსკოვის "ლოკომოტივმა" კარგად იასპარეზა ევროპა ლიგაზე, ჯგუფიდან პირველი ადგილიდან გავიდა, მისმა ქართველმა ცენტრალურმა მცველმა საბა კვირკველიამ კი თავი ჩინებულად წარმოაჩინა.

უკანასკნელ ტურში სტუმრად "ზლინთან" მატჩში (2:0) კვირკველიამ მეორე სართულზე ყველა დუელი მოიგო, ტურნირზე კი ბურთის ჩაჭრაში მეორე ადგილი დაიკავა. მან 63-ჯერ ჩაჭრა მეტოქის გადაცემა (საშუალოდ 90 წუთში 9.9-ჯერ).

საუკეთესო შედეგი "ბატეს" ნახევარმცველს სტანისლავ დრაგუნს აქვს (67 ჩაჭრა, 10.7 საშუალოდ თამაშში).

ამ კომპონენტში რუსეთის პირველობაზე საბას საშუალო მაჩვენებელი 90 წუთში 8.5 ჩაჭრაა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ერთადერთი ქართველი ვისი იმედიც გვაქვს,რომ წამყვან ევროპულ ლიგაში ითამაშებს..საღოლ საბაა
sagol dzmao
14:15 09-12-2017
0
Genacvale saba saamako kartveli xar
Kaxa qartveli.
23:38 08-12-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული