სანდრო კობახიძე "ოლიმპიკთან" მატჩისთვის ემზადება

AutoSharing Option
ქართველი ლეგიონერების, ანდრო გიორგაძისა და სანდრო კობახიძის პოლტავის "ვორსკლა" უკრაინის ჩემპიონატში მე-3 ადგილზეა. ორივე მე-18 ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს, ხვალ კი სტუმრად "ოლიმპიკს" ხვდებიან.

მომავალი მატჩის შესახებ კობახიძემ ისაუბრა: "ძალიან კარგი გუნდია, კარგი ფეხბურთელები ჰყავს. განსაკუთრებით ალექსანდრ ბოგდანოვს გამოვყოფ, რომელთან ერთადაც "არსენალში" ვთამაშობდი. ჩინებული ფეხბურთელია და იმედი მაქვს, რომ თავის შესაფერის გუნდს მოძებნის.

ვფიქრობ, დონეცკელები, როგორც მასპინძლები, მხოლოდ გამარჯვებისთვის იბრძოლებენ. არც ჩვენ დავუთმობთ რამეს.

მთლიანობაში კი, შეხვედრა იმითაა საინტერესო, რომ გუნდებს შეუძლიათ განსხვავებულად იასპარეზონ: პირველ ნომრადაც და ანგარიშის შენარჩუნებაზეც. საინტერესო
ტაქტიკურ დაპირისპირებას ველი".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული