გიორგი მერებაშვილის მორიგი გამორჩეული მატჩი ექსტრაკლასაში

AutoSharing Option
პოლონეთის ექსტრაკლასას მე-18 ტურში გიორგი მერებაშვილის "პლოცკი" ლუკა ზარანდიას "არკას" დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა. გიორგი მერებაშვილმა მატჩი სრულად ჩაატარა, ხოლო ლუკა ზარანდია მე-2 ტაიმში გაიყვანეს.

გიორგი მერებაშვილი ამ მატჩში ერთ-ერთი საუკეთესო იყო, მუდმივად ამწვავებდა შეტევებს და 32-ე წუთზე პენალტის მოპოვებაც შეძლო, რომელიც კანტემ ვერ გამოიყენა.

მიუხედავად ამისა მერებაშვილი არ გაჩერებულა და მატჩის 42-ე წუთზე ვარელას საჯარიმოში ზუსტი პასი გაუკეთა და ანგარიში 2:0 გახდა.

გიორგი მერებაშვილს ამ სეზონში 2 გოლი და 4 საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული, "პლოცკი" კი მე-10 პოზიციაზეა. ლუკა
ზარანდიას "არკა" კი მე-8 პოზიციას იკავებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული