საბა კვირკველია: თამაშისას სიცივეს ყურადღებას არ ვაქცევდით

AutoSharing Option
რუსეთის ჩემპიონატზე ხაბაროვსკის სკა-სთან ნამატჩევს კომენტარი მოსკოვის "ლოკომოტივის" ქართველმა მცველმა საბა კვირკველიამ გააკეთა:

"გამარჯვებისთვის ჩამოვედით და შეხვედრის ბოლოს გამოვგლიჯეთ კიდეც მეტოქეს. ეს ჩვენი ხასიათის სიმტკიცით მოვახერხეთ. ყველამ ვიყოჩაღეთ, ბოლომდე ვიბრძოლეთ!

სიცივე? თამაშისას ყურადღებას არ ვაქცევდით. ახლა "რუბინთან" შეხვედრა გველის. დარწმუნებული ვარ, წლის ბოლო საშინაო მატჩში გულშემატკივრები მხარს დაგვიჭერენ".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული