საბა კვირკველია რუსეთის პრემიერლიგის მე-17 ტურის სიმბოლურში მოხვდა

AutoSharing Option
რუსეთის ჩემპიონატის მე-17 ტურში მოსკოვის "ლოკომოტივი" "ანჟის" ესტურმა და 1:0 დაამარცხა. სტუმრების შემადგენლობაში 90 წუთი ითამაშა  საბა კვირკველიამ, ხოლო მასპინძელთა რიგებში გიორგი ლორიამ.

საბა კვირკველია კვლავ გამოარჩიეს და რუსეთის პრემიერლიგის მე-17 ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა football.kulichki.net-მა. აი რას წერს ქართველ მცველზე რუსული საიტი:

"ანჟისთან" თამაში დასტურია იმისა, რომ "ლოკომოტივი" თავდამსხმელის გარეშე დარჩა. მოსკოველებს ესაჭიროებოდათ დაცვაში საიმედოობა, რათა შეტევაზე ეზრუნათ და ტრადიციისამებრ მათ ჰყავდათ საბა კვირკველია. ქართველს მისი თამაშით კითხვები არ გაუჩენია, მას 70%-მდე ჰქონდა ზუსტი პასების რაოდენობა. ფაქტი: კვირკველიას პრემიერლიგის
ჩვიდმეტივე ტურში შეუცვლელად აქვს ნათამაშები."

მოსკოვის "ლოკომოტივი" 36 ქულით რუსეთის პრემიერლიგას ლიდერობს. შემდეგ ტურში 27 ნოემბერს, გიორგი ნავალოვსკის სკას სტუმრად დაუპირისპირდებიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული