სანდრო კობახიძემ "სტალს" გოლი გაუტანა

AutoSharing Option
მოირჩინა ტრავმა პოლტავას "ვორსკლას" ქართველმა ნახევარმცველმა სანდრო კობახიძემ და ამხანაგურ მატჩში "სუმის" დუბლი შეუსრულა, დღეს კი უკრაინის ჩემპიონატის მე-16 ტურის მატჩში კრამატორსკის "სტალთან" ფრედ დასრულებულ შეხვედრაში (1:1) 56-ე წუთზე ანგარიში გახსნა.

სანდრო სასტარტო შემადგენლობაში იყო და მწვრთნელმა ვასილი საჩკომ 68-ე წუთზე შეცვალა.

"ვორსკლა" 22 ქულით სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზეა და 25 ნოემბერს, შემდეგ ტურში სტუმრად "მარიუპოლს" ხვდება.

ეს მარიუპოლი ფაქტიურად ფრონტისპირა ქალაქია და ამას წინათ კიევის "დინამომ" იქ თამაშზე უარი განაცხადა, რის გამოც წაგება ჩაეთვალა.

რაც შეეხება "ვორსკლას" მეორე ქართველ
ლეგიონერს, 21 წლის მცველს ანდრო გიორგაძეს, დუბლებში შეუცვლელად იასპარეზა "სტალის" წინააღმდეგ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული