ნავალოვსკიმ 18 გრადუს ყინვაში ითამაშა და კვირკველიას უარეს ყინვაში შეხვდება

AutoSharing Option
18 ნოემბერს ხაბაროვსკში მსოფლიოს პროლეტარიატის დიადი ბელადის ვლადიმირ ილიას ძე ლენინის სახელობის სტადიონზე რუსეთის ჩემპიონატის მე-17 ტურში ადგილობრივი სკა მოსკოვის ცსკა-სთან დამარცხდა 2:4.

მასპინძელთა გუნდში შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა საქართველოს ნაკრების მცველმა გიორგი ნავალოვსკიმ. თამაშისას ტემპერატურა მინუს 18 გრადუსი იყო.

27 ნოემბერს ხაბაროვსკელი არმიელები მორიგ ტურში მოსკოვის "ლოკომოტივს" მასპინძლობენ, რომლის ღირსებასაც ქართველი ლეგიონერი საბა კვირკველია იცავს. ბუნებრივია, 9 დღის შემდეგ კიდევ უფრო აცივდება და თამაში შეუძლებელი გახდება. ამიტომ დედაქალაქურმა გუნდმა მატჩის მოსკოვში ან სოჭში ჩატარება ითხოვა, მაგრამ სკა-სგან უარი მიიღო.

ეს
რუსეთია, შორეული აღმოსავლეთია, ნორმალური ამინდია, აქ კრიტიკული ტემპერატურა არააო, განაცხადა კლუბის გენერალურმა დირექტორმა ოლეგ ფეგონტოვმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
სიახლეები პოპულარული