"სან ხოსე": ვაკო ყაზაიშვილის ჩამოსვლამ მღელვარება გამოიწვია [VIDEO]

AutoSharing Option
"სან ხოსეს" ოფიციალურმა საიტმა ვაკო ყაზაიშვილს სტატია მიუძღვნა. სტატიის ავტორი ადგილობრივი ჟურნალისტი ჯეიკ პისანია.

"2017 წლის სეზონი "სან ხოსემ" ოფიციალურად დაასრულა. მოდით, შევხედოთ, თუ როგორ მოქმედებდნენ ინდივიდუალისტები გუნდში და ეს კლუბზე როგორ აისახა.

"სან ხოსეს" სეზონის პირველ ნახევარში გუნდი კარგად დაკომპლექტებული არ ჰყავდა და ესაჭიროებოდა ინდივიდუალისტი, რომელსაც ზაფხულში დაიმატებდა.

22 ივნისს "სან ხოსემ" ვაკოსთან ძალიან კარგ კონტრაქტს მოაწერა ხელი. საქართველოს ნაკრების 24 წლის წევრის ჩამოსვლამ, რომელსაც  შესანიშნავი "ჰაილაითები" და რეზიუმე ჰქონდა, კალიფორნიაში მღელვარება გამოიწვია. მას არ დასჭირდა დიდი დრო, რომ
კვალი დაეტოვებინა კლუბის ისტორიაში, ვაკომ პირველსავე მატჩში "რედ ბულს" გოლი გაუტანა.

ვაკომ არასრული სეზონის განმავლობაში 13 მატჩში მიიღო მონაწილეობა (8 სასტარტო). მისი მონაგარი 5 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა. მისი შემტევი შემოქმედება კლუბს დაეხმარა, 2012 წლის შემდეგ პლეი-ოფში მოხვედრილიყო. კალიფორნიელი გულშემატკივრისთვის დაუვიწყარია ის მომენტი, როდესაც მან "ვანკუვერთან" გაათანაბრა და კლუბს პლეი-ოფში გასვლის შანსი მისცა", - წერს ამერიკელი ჟურნალისტი.

სტატიას თან ახლდა მომენტი, რომელიც კლუბმა ამ სეზონში გამოარჩია.

მკითხველის კომენტარები / 3 /
როგორ წავა დეგრადირებისკენ? ეგრე რომ იყოს პაულინიომ 2 წელი ჩინეთში ითამაშა და ეხლა როგორ მოხვდა ბარსელონაში?? ერთ ერთი საუკეთესო პირობები აქვს ამერიკის ჩემპიონატს მსოფლიოში უმაღლეს დონეზეა მოწყობილი ყველაფერი ყველაზე კარგი ვარიანტი რაც იყო იქ წავიდა აბა რა უნდა ექნა პოლონეთში უნდა დარჩენილიყო თუ რომელიმე რუსულ კლუბში.
0
ამერიკის ჩემპიონატის დონეს ვერ მიაღწევს საქართველო ასი წელი, და ვფიქრობ ჰოლანდიის შემპიონატს და პოლონეთისასაც არ ცამოუვარდება, თუ არ აღემატება კიდევაც. ანუ კაი გადაწყვეტილება მიიღო ვაკომ, და წარმატებები მას
lonti
10:00 09-11-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული