საბა კვირკველია მოსკოვურ დერბიში 6 ქულით შეფასდა

AutoSharing Option
5 ნოემბერს, რუსეთის პრემიერლიგაში მოსკოვის "ლოკომოტივი" ცსკას 2:2 დაუზავდა.

რუსულმა გამოცემა "სპორტ ექსპრესმა" მატჩის შემდეგ ფეხბურთელები შეაფასა და ქართველ ლეგიონერს საბა კვირკველიას 10-დან 6 ქულა არგუნა.

"პრემიერლიგის ერთ-ერთმა საუკეთესო მცველმა აჩვენა თავისი კლასი: ის ძალიან კარგი იყო ერთი-ერთზე ორთაბრძოლებში. გაშვებულ გოლებში ის არ არის დამნაშავე, ვიტინიოს დარტყმის დროს მას დრო არ ჰქონდა, ხოლო მეკარის შეცდომები მისი ბრალი არ არის", - წერს რუსული გამოცემა.

დაცვით ზონაში საბა კვირკველიაზე კარგი შეფასება "ლოკომოტივიდან" პეიჩინოვიჩმა მიიღო – 6.5, ხოლო ცსკა-დან ბერეზუცკიმ – 6.5.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული