ლეგიონის ანონსი: საბა კვირკველია ჩემპიონობის გზაზე

AutoSharing Option
ქართველ ლეგიონერებს დღეს მნიშვნელოვანი მატჩები ელით. რამდენიმე მატჩში კი ქართველების დაპირისპირებასაც ვიხილავთ.

12:00
სკა ხაბაროვსკი - ტულის "არსენალი": რუსეთის პრემიერლიგაში გიორგი ნავალოვსკისა და გია გრიგალავას გუნდების დაპირისპირება შედგება. ორივე ქართველ მცველს ძირითად შემადგენლობაში უნდა ველოდოთ.

13:00
"ტობოლი"-"ატირაუ": ყაზახეთის პრემიერ ლიგაში ნიკა კვეკვესკირის "ტობოლი", სტუმრად მიიღებს უჩა ლობჟანიძისა და ვლადიმერ დვალიშვილის "ატირაუს". დიდი ალბათობით სამივე ქართველი პირველივე წუთებიდან დაიწყებს თამაშს.

15:00
"ამკარი"-"ანჟი": გიორგი ლორიასა და ჯაბა ლიპარტიას "ანჟს" ბოლო ორი თამაში არ წაუგია და მცირედით გამოასწორეს სატურნირო მდგომარეობა. ლორია სავარაუდოდ ძირითადში იქნება, ლიპარტიას
ტრავმა ჰქონდა და უცნობია იქნება თუ არა განაცხადში.

16:00
"მარიუპოლი"-"შახტარი": დავით ხოჭოლავას "შახტარი" უკრაინის ჩემპიონატში ლიდერია და დღესაც მომდევნო სამ ქულას უნდა ველოდოთ. ქართველი მცველი სავარაუდოდ სათადარიგო იქნება.

16:30
"ვარდარი"-"სკოპიე": ევროპა ლიგაზე ცუდი ასპარეზობის პარალელურად, ჯაბა ჯიღაურის "ვარდარი" ჯერჯერობით ვერც ჩემპიონატში ბრწყინავს. დღეს მაკედონიის ლიგის აუტსაიდერს დაუპირისპირდებიან და 3 ქულის მოპოვებას შეეცდებიან. ჯაბას ძირითად შემადგენლობაში უნდა ველოდოთ.

17:30
"ვიტესი"-"ზვოლე": არნემელთა ქართველი კაპიტნის გურამ კაშიას გუნდი, მე-5 ადგილზეა და თუ დღევანდელი თამაშის მოგებას შეძლებს მეტოქეს მე-4 პოზიციაზე ადგილს გაუცვლის. გურამ კაშია ძირითად შემადგენლობაში იქნება.

"ლოკომოტივი"-"ცსკა": მორიგი რთული შეხვედრა ელოდება საბა კვირკველიას "ლოკომოტივს", რომელმაც ევროპა ლიგაზე "შერიფთან" დამარცხდა. თუ ამ შეხვედრას მოიგებენ პირველ ადგილზე პოზიციას გაიმყარებენ, წაგების შემთხვევაში შეიძლება მე-2 ადგილზე გადავიდნენ. საქართველოს ნაკრების მცველს ძირითად შემადგენლობაში უნდა ველოდოთ.

19:00
"რანდერსი"-"ორჰუსი": საბა ლობჟანიძის "რანდერსი" დანიის სუპერლიგაში კვლავ ბოლო ადგილზეა და 14 ტურის შემდეგ მხოლოდ ერთი მოგება აქვს. საბა დიდი ალბათობით სასტარტო შემადგენლობაში იქნება.

"რეალი"-"აკადემიკო ვისეუ":
პორტუგალიის მეორე ლიგას კვლავ ლიდერობს ავთო ებრალიძის "აკადემიკო ვისეუ", დღესაც აუტსაიდერს ხვდებიან და მორიგი სამი ქულის მოპოვება არ უნდა გაუჭირდეთ. ნაკრებს მიღმა დარჩენილ ებრალიძეს კი ძირითად შემადგენლობაში უნდა ველოდოთ.

20:00
"სპარტაკი"-"უფა": ჯანო ანანიძე მოსკოველთა შემადგენლობაში არ იქნება ტრავმის გამო, "უფას" შემადგენლობაში კი ჯიმი ტაბიძეს ალბათ. პირველივე წუთიდან ვიხილავთ მოედანზე .

"ტრნავა"-"რუზემბრუკი": ვახტანგ ჭანტურიშვილის ტრნავის "სპარტაკი" სლოვაკეთის ჩემპიონატს ლიდერობს და დღევანდელი თამაშის მოგებაც არ უნდა გაუჭირდებს. ჭანტურიშვილის ბოლო სამ მატჩში ორი გოლი და ერთი საგოლე გადაცემა დაუგროვდა.

21:00
"ვალადოლიდი"-"ხიმნასტიკი": ოთარ კაკაბაძის "ხიმნასტიკი" ჯერ კიდევ, სეგუნდა დივიზიონის გასავარდნ ზონაში იმყოფება. ქართველი მცველი გუნდის შეუცვლელი წევრია და ძირითად შემადგენლობაში უნდა ველოდოთ.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული