არაბულმა პენალტით "ბალმაზივაროშს" გამარჯვება მოუპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
უნგრეთის ჩემპიონატის მე-15 ტურში "ბალმაზივაროშმა" სტუმრად 2:1 დაამარცხა "დიოშდიორი", გადამწყვეტი გოლი კი მსაჯის მიერ ძირითადი დროისათვის წამატებულ მე-4 წუთზე ბაჩანა არაბულმა თერთმეტმეტრიანით გაიტანა.

მან ისევე როგორც მისმა თანაგუნდელმა ირაკლი მაისურაძემ შეხვედრა, რომელსაც 20 340-იან სტადიონზე 1 968 მაყურებელი დაესწრო,  შეუცვლელად ჩაატარა.

არაბულმა ამ სეზონში მადიართა პირველობის 14 მატჩში 6 გოლი გაიტანა, მისი გუნდი კი 13 ქულით მე-10 ადგილზეა და გასავარდნ ზონას 2 ქულა აშორებს.

18 ნოემბერს, შემდეგ ტურში "ბალმაზივაროში" მე-11 პოზიციაზე მყოფ სომბათჰეის "ჰალადაშს" მასპიძლობს.
1:2 ბაჩანა არაბულის პენალტი

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული