დავით ხოჭოლავა: ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფამდე სულ ცოტა დაგვრჩა

AutoSharing Option
ხარკოვში, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში "ფეიენოორდის" დამარცხების შემდეგ, "შახტარის" ქართველი მცველი დავით ხოჭოლავა ჟურნალისტებს კომენტარის მიცემას არ დაზარდა:

"მთავარია, გაშვებული გოლის მერე არ დავიბენით და შეტევაზე გადავედით. მგონია, ბურთის გაშვებისას ტაქტიკურად სწორად ვიმოქმედეთ. იორგენსენი ტექნიკურია და თავით კარგად თამაშობს. კარგია, რომ სწრაფად მოვახერხეთ საპასუხო გოლის გატანა.

კარში ჩვენზე ხშირად დაარტყეს? ნუ, მეორე ტაიმში იძულებულნი იყვნენ შემოეტიათ და უმეტესობა დარტყმებისა შორი მანძილიდან განხორციელდა, რაც სახიფათო არ იყო. ჩვენც გვქონდა მომენტები.

შემდეგ ეტაპზე გასვლის ჩინებული შანსი გვაქვს. "ნაპოლისთან" ფრეც გვაწყობს,
თუმცა იტალიელები მოგებისთვის იბრძოლებენ. დარჩენილ ორ მატჩში მხოლოდ გამარჯვებისთვის გავალთ მოედანზე. სადაც გაგვიმართლებს, იქ ბედის მადლიერნი ვიქნებით. დღევანდელი წარმატება ყველამ თავშეკავებულად აღვიქვით.

ვხვდებით, მიზნის მიღწევამდე სულ ცოტა დაგვრჩა. მეტოქემ არაფერი ახალი არ შემოგვთავაზა. ისე ითამაშეს, როგორც მოამზადეს. ვიცოდით, რა შეეძლოთ შემოეთავაზებინათ და არ გაგვჭირვებია".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული