UA-Football: გამოიყენებს დავით ხოჭოლავა მორიგ შანსს?

AutoSharing Option
UA-Football-მა წერილი მიუძღვნა დონეცკის "შახტარის" ქართველ ცენტრალურ მცველ დავით ხოჭოლავას, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"transfermarkt.com-ის მიხედვით, გუნდის ყველაზე დაბალი სატრანსფერო ღირებულების ფეხბურთელი დავით ხოჭოლავას შემდეგ მხოლოდ ალექსანდრე ზუბკოვია. ქართველი ფეხბურთელის სატრანსფერო ფასი 1 მილიონი ევროა.

ამ შემოდგომაზე დავითს ეძლევა შესაძლებლობა, აიმაღლოს სატრანსფერო ღირებულება და ავტორიტეტი. მან უკვე ჩაატარა სამი მატჩი უკრაინის ჩემპიონატში (ორი ძირითად შემადგენლობაში), დღეს კი პირველად იასპარეზებს ჩემპიონთა ლიგაზე სასტარტო შემადგენლობაში.

კრივცოვის ტრავმა და რაკიცკის დისკვალიფიკაცია მწვრთნელს, პაულო ფონსეკას სხვა არჩევანის საშუალებას არ უტოვებს - ივან ორდეცთან ერთად დაცვის
ცენტრში ხოჭოლავას დაყენება მოუწევს. ამ ნიუანსზე მწვრთნელს როტერდამული მატჩის შემდეგ ჰკითხეს, რაზეც თავდაჯერებულმა უპასუხა, რომ იმის გათვალისწინებით, რომ რაკიცკის გაძევების მერე დავითი კარგად ჩაერთო თამაშში (რიცხობრივ უმცირესობაში დაახლოებით 15 წუთი ძალიან კარგად ითამაშა), ენდობა და სანერვიულო არაფერია.

უკრაინის ჩემპიონატში "სტალთან" ნამატჩევს უკვე სხვა რიტორიკა იყო. "შახტარმა" უინიციატივოდ იასპარეზა და ქულები დაკარგა, ამან კი მწვრთნელის განრისხება გამოიწვია. ფონსეკამ გააკრიტიკა ის ფეხბურთელები, რომლებიც ძირითადი შემადგენლობისანი არ არიან, მაგრამ იმ მატჩში შანსი მიეცათ. არ დაუკონკრეტებია, თუმცა ნათელია, ხოჭოლავას გარჯით უკმაყოფილო დარჩა. ამიტომ დღევანდელი შეხვედრის წინ სრულიად მშვიდად ვერ იქნება.

"ფეიენოორდი" წარუმატებლად გამოდის ჩემპიონთა ლიგაზე და "შახტართან" მატჩი ამ გუნდისთვის ძალზე მნიშვნელოვანია. ფრეც კი დაუკარგავს მესამე ადგილზე გასვლის შანსს. ამდენად, აგრესიულად შეუტევს. მათი მთავარი იმედი თავდასხმაში ნიკოლაი იორგენსენია. ჩვენთან პირველ შეხვედრაში ის ვერ იყო ფორმაში, ვინაიდან ტრავმა ახალი მორჩენილი ჰქონდა, ახლა კი ფორმაში ჩადგა და გოლების გატანა სწყურია - მიმდინარე სეზონში ოდენ 1 გოლი აქვს გატანილი, რაც მისთვის მიუღებელია.

იორგენსენისა და ჩვენი ცენტრალური მცველების დაპირისპირება მატჩში ერთ-ერთი გადამწყვეტი იქნება. ასე იწრთობა ფეხბურთელთა ხასიათი".
მკითხველის კომენტარები / 2 /
zota unda moumatos da egaa kashias amoagdebs nakrebidan.
vale
01:48 02-11-2017
0
მე ჯერა ამ ბიჭის! კარგი მონაცემები აქვს! თუ სერიოზულად (არაქართულად) მიუდგება საქმეს და ცოტა იღბალიც.., ნამდვილად, დიდ ფეხბურთს ითამაშებს!
-------
18:04 01-11-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული