ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

სლოვაკეთში "სპარტაკმა" ჭანტურიშვილის გოლით, ბერიძის "ტრენჩინი" დაამარცხა

AutoSharing Option
29 ოქტომბერს სლოვაკეთის ფორტუნა ლიგის მე-14 ტურში, გიორგი ბერიძის "ტრენჩინს" ვახტანგ ჭანტურიშვილის ტრნავის "სპარტაკი" ეწვია და 1:2 დაამარცხა.

მატჩის პირველივე წუთებიდან ორივე ქართველი ძირითად შემადგენლობაში იყო, მე-19 წუთზე გიორგი ბერიძემ ყვითელი ბარათი მიიღო უხეშობისთვის, ხოლო მე-40 წუთზე თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო და შეცვალეს.

მატჩში ანგარიში მეორე ტაიმში 49-ე წუთზე "სპარტაკმა" გახსნა, მალევე 58-ე წუთზე სხვაობა ორამდე გაზარდა ვახტანგ ჭანტურიშვილმა. "ტრენჩინმა" მხოლოდ ერთი ბურთის გაქვითვა შეძლო.

ქართველ ლეგიონერს აქამდე 12 მატჩი ჰქონდა ჩატარებული, მის ანგარიშზე კი ორი გოლი და სამი საგოლე
გადაცემა იყო.

"სპარტაკი" 36 ქულით პირველ ადგილზეა და უახლოეს მდევარს "ჟილინას" 9 ქულით უსწრებს, ტრნაველებმა ამ მოგებით მოგებათა სერია 11-მდე გაზარდეს.

"ტრენჩინი" 21 ქულით მე-7 ადგილზეა.