მერებაშვილმა მორიგი საგოლე გადაცემა მიითვალა [VIDEO]

AutoSharing Option
28 ოქტომბერს, პოლონეთის ექსტრაკლასას მე-14 ტურში "პიასტმა" გიორგი მერებაშვილის "პლოცკი" 2:1 დაამარცხდა.

სათამაშო უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ და მალევე შეძლებს დაწინაურება, მე-16 წუთზე პაპადოპულოსმა წინ გაიყვანა "პიასტი".

მეორე ტაიმის 62-ე წუთი იყო, როცა მერებაშვილმა ეფექტურად ჩამოიშორა მეტოქის მცველი და საჯარიმოში ჩააწოდა, რასაც კანტეს თავური მოჰყვა და 1:1. მიუხედავად ამისა "პიასტმა" მალევე შეძლო კვლავ წინ გასვლა და საბოლოოდ 2:1 გაიმარჯვეს.

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა მატჩი სრულად ჩაატარა და ეს მისი მე-3 საგოლე გადაცემაა ამ სეზონში.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს მემგონი გედის სიმღერაა და ჩვენ რა?
gigo
11:19 29-10-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული