გიორგი მერებაშვილმა პლოცკის "ვისლასთან" კონტრაქტი განაახლა

AutoSharing Option
პლოცკის "ვისლაში" გიორგი მერებაშვილის, კიდევ ერთი წელი ვიხილავთ.

როგორც კლუბის საიტი წერს, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა 2019 წლის 30 ივნისამდე განაახლა კონტრაქტი.

გიორგი მერებაშვილი პლოცკელთა ლიდერად იქცა ბოლო პერიოდში, შეტევაში ის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია. ამ სეზონში გიორგი მერებაშვილს 13 მატჩი აქვს ჩატარებული, მის ანგარიშზე 2 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.

ქართველი ლეგიონერი კლუბში 2016 წლიდან თამაშობს და პოლონურ ექსტრალასაში 48 შეხვედრა დაუგროვდა- 8 გოლი და 9 საგოლე გადაცემა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული