10 საინტერესო ფაქტი გურამ კაშიას შესახებ

AutoSharing Option
გურამ კაშია არნემის "ვიტესის" კაპიტანი და საქართველოს ნაკრების ვიცე კაპიტანია.

ქართველი მცველი პოპულარობით სარგებლობს ჰოლანდიაში და კლუბის ქომაგისთვის საყვარელი ფიგურაა.

მისი საფეხბურთო კარიერა უამრავი დეტალისგან შედგება და 30 წლის მცველს ჯერ კიდევ ყველაფერი წინ აქვს.

გურამ კაშია ქართველების მხრიდან სოციალურ ქსელებში ბოლო პერიოდში აქტუალური გახდა, მას შემდეგ, რაც ჰოლანდიის ჩემპიონატის ერთ-ერთ შეხვედრაში მოედანზე LGBT-ფერებიან კაპიტნის სამკლავურში გავიდა.
- ცნობილი ფეხბურთელები, რომლებსაც LGBთ-ფერებიანი კაპიტნის სამკლავურები ეკეთათ
- ლევან კობიაშვილმა გურამ კაშიას მხარი დაუჭირა

გთავაზობთ 10 საიტერესო ფაქტს საქართველოს ნაკრების მცველის შესახებ.

10.
გურამ კაშიას ჰყავს ცოლი და ერთი შვილი. მისი მეუღლე თამთა გიგაშვილია, რომელიც პროფესიით სამართალმცოდნეა.

Sportall.Ge

9. 2013 წელს საქართველოს საუკეთესო ლეგიონერისა და ფეხბურთელის ტიტული გურამ კაშიამ დაიმსახურა.

Sportall.Ge

8. გურამ კაშიას დებიუტი საქართველოს ნაკრებში 2009 წელს ისლანდიასთან ამხანაგურ მატჩში შედგა, მას შემდეგ 56 მატჩი ჩაატარა 1 გოლი აქვს გატანილი და 1 წითელი ბარათი აქვს მიღებული.

7. გურამ კაშიას "ვიტესში" 262 მატჩი აქვს ჩატარებული - 23.164 წუთი, 23 გოლი გატანილი, 16 საგოლე გადაცემა გაკეთებული და 3 წითელი ბარათი მიღებული.

6. 2014 წელს "ვიტესი" "ჩელსის" დაპირისპირების დროს გურამ კაშიას დიეგო კოშტასთან მოუვიდა დაპირისპირება. ქართველმა მცველმა ესპანელ-ბრაზილიელ შემტევს არ შეუშინდა და არც არაფერი დაუთმო

Sportall.Ge

5. კაშია "ვიტესში"  მერაბ ჟორდანიამ მიიყვანა და მას შემდგომ იგი გუნდის ლიდერი და კაპიტანი გახდა.  კაშია არნემში 2011 წლის ზამთარში გადაბარგდა და მას მერე, ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრია.

4. როგორ გახდა გურამი ფეხბურთელი? ის ესე იხსენებს: "თავიდან არ მქონია ფეხბ­ურთის ამოჩემება. სპორტი ყოველთვის მაინტერესებდა. ჯერ კალათბურთი მიზიდავდა. შე­მდეგ რაგბი - მამაჩემი იყო მორაგბე და უნდოდა, რომ მეორე შვილი მაინც გაყოლოდა ამ გზ­ას, მაგრამ ბოლოს მაინც ფეხბ­ურთმა მძლია და ჩემი ძმის გზას გავყევი. მამის ტრადიცია არც ერთმა არ გავაგრძელეთ."

3. 2016 წელს  ირლანდიისა და საქართველოს მატჩის მეორე ნახევარში რობი ბრეიდსა და სოლომონ კვერკველიას შორის სერიოზული შეჯახება მოხდა, რის შემდგომაც ორივე მოთამაშე დაზიანდა, თუმცა განსაკუთრებით, ბრეიდი.

სანამ მოედანზე სამედიცინო პერსონალი გამოჩნდებოდა, მანამდე რობი ბრეიდის დახმარება საკუთარ თავზე კაშიამ აიღო. ქართველი ფეხბურთელის სწრაფმა რეაგირებამ ბრეიდი გაცილებით სერიოზული დაზიანებისგან გადაარჩინა.

Sportall.Ge

2. გურამ კაშიამ პირობა დადო თუ ჰოლანდიის თასს მოიგებდა, მაშინ თმას ყვითლად შეიღებავდა. თასის ფინალში კი "ვიტესმა" "ალკმაარი" 2:0 დაამარცხა.

არნემული კლუბი 125 წელია რაც არსებობს და გუნდმა პირველი სერიოზული ტიტული ქართველის კაპიტნობით მოიგო. გურამ კაშიამ გამარჯვების შემდეგ პირველი რა გააკეთა? საქართველოს დროშა აიღო ხელში და ასი ათასობით მაყურებლის წინ ააფრიალა.

გურამ კაშია აგრეთვე საქართველოს პოპულარიზაციას, ადგილობრივ ტელეგადაცემებში და გამომცემლობებში ცდილობდა. მისი სასუბრო თემა ყოველთვის მისი ქვეყანა იყო.

ხოლო იმ ადამიანებს ვინც თითიდან გამოწოვილი მიზეზების გამო კაშიას აკრიტიკებს, ჯობია კლავიატურას მოშორდეთ და თქვენი ქვეყნისთვის კაშიას გაკეთებული საქმის მინიმუმი მაინც გააკეთოთ.

Sportall.Ge

Sportall.Ge


1. გურამ კაშიას ხელშეკრულება "ვიტესში" 2020 წლამდეა გათვლილი და საკმაოდ საინტერესო პუნქტსაც მოიცავს: თუ გურამი "ვიტესში" დაასრულებს კარიერას, ის აუცილებლად დაიწყებს მუშაობას კლუბის სტრუქტურაში ერთ-ერთ თანამდებობაზე.

ქართველი მცველი არნემში უკვე ლეგენდაა და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადამიანია. თუ არნემში მოხვდებით ოდესმე და იტყვით ქართველი ვარო, ქალაქის მოსახლეობა ყოველთვის მეგობრად მიგიჩნევთ და კაშიაზე სხვადასხვა ისტორიებს მოგიყვებათ.

თუ კახა კალაძე თბილისის მერია, გურამ კაშიას შეუძლია კარიერის დასრულების შემდეგ არნემში იყაროს კენჭი და შესაძლოა პირველივე ტურში მოიგოს.

Sportall.Ge

Sportall.Ge
Sportall.Ge

Sportall.Ge

- 10 საინტერესო ფაქტი თორნიკე შენგელიას შესახებ
მკითხველის კომენტარები / 27 /
ვიტალის სიკვდილის შემდეგ, დათომ ცოტა ხანი ითამაშა კაპიტნად და მათ შემდეგ, საქართველოს ფეხბურთელი არ ჰყოლია. მოდით ამაზე ნუ ვიკამათებთ. უბრალოდ, საქართველოს შემდეგ ჰყავდა ფეხბურთელები, მარტივად, რომ ვთქვათ, ერთი სჯობდა მეორეს. ამის დასტურია საქართველოს დღევანდელი რეიტინგი მსოფლიო ფეხბურთში. ვინ არის კაშია, ასე ხშირად, რომ ახსენებთ, ხვდებით, რომ ძალიან მიჰქარა და რეიტინგის აწევა გინდათ.კაშიას, სლავას და მიშას დროს, დუბლებში არ ათამაშებდნენ. თუ არ გჯერათ, უფროს თაობას ჰკითხეთ, რა ხალხი თამაშობდა დუბლებში, გინდ სიძლიერით და გინდ კაცობით.
სტაჟიანი გულშემატკივარი.
21:53 04-01-2018
3
ხინჩაგაშვილია ეგ და არა კაშჰია
nika
13:07 27-12-2017
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული