ქართველი ფეხბურთელები ევროპის მიღმა: ეგზოტიკური ირანის ჩემპიონატი

AutoSharing Option
დიახ, არ გეჩვენებათ, ეს ირანის საფეხბურთო ჩემპიონატია! და ცენტრალურ მატჩებს ათიათასობით გულშემატკივარი ესწრება

Sportall.ge იწყებს ახალ რუბრიკას, რომლითაც შევეცდებით, გაგაცნოთ ევროპის მიღმა მოთამაშე ქართველი ლეგიონერების გუნდები და ჩემპიონატები.

ქართველი ფეხბურთელები მთელ მსოფლიოში არიან მიმოფანტულები. ჩვენ ხშირად ვწერთ იმ ლეგიონერებზე, რომლებიც ევროპის ლიგებში გამოდიან, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებსაც ჩვენი ყურადღება ნაკლებად ეთმობა. ეს იქიდან გამომდინარე ხდება, რომ ისინი ფეხბურისთვის ეგზოტიკურ ქვეყნებში მოღვაწეობენ.

ერთ-ერთი ასეთი კი ირანია, სადაც სამი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს.

აღსანიშნავია, რომ ირანის ჩემპიონატში ქართველები საკმაოდ პოპულარულებიც არიან.

ჩვენ უკვე
გვქონდა გიორგი გველესიანთან ინტერვიუ. ირანში კიდევ ორი ქართველი თამაშობს, კახა კაკაშვილი და საბა თავაძე.

- გიორგი გველესიანი: ფეხბურთი ირანში უფრო უყვართ, ვიდრე საქართველოში

26 წლის გიორგი გველესიანი 2017 წელს თბილისის "დინამოდან" ირანში გადავიდა და დღეს "ზობ აჰანის" მცველია. ქართველი ლეგიონერის გუნდი ირანის ჩემპიონატში მე-8 ადგილზეა და აზიის ჩემპიონთა ლიგაზე გასასვლელად იბრძვის.

"ზობ აჰანი" ქალაქ ისპაჰანის გუნდია, სადაც 2 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს. კლუბის სტადიონი კი 15 000 ადამიანს იტევს.

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

24 წლის კახა კაკაშვილი 2016 წელს "ჩიხურადან" ირანში გადავიდა და დღეს "გოსთარეშის" საყრდენი ნახევარმცველია. ქართველი ლეგიონერის გუნდი ირანის ჩემპიონატში მე-14 ადგილზეა და გასავარდნ ზონასთან ახლოსაა.

"გოსთარეში" ქალაქ თაბრიზის გუნდია, რომელშიც 1 800 000 ადამიანი ცხოვრობს. კლუბის სტადიონი კი 12 000 ადამიანს იტევს.

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

24 წლის საბა თავაძე 2017 წელს თბილისის "დინამოდან" ირანში გადავიდა და "ეშტეღლალის" ნახევარმცველია. ქართველი ლეგიონერის გუნდი ირანის ჩემპიონატში ბოლო, მე-16 ადგილზეა.

"ეშტეღლალი" ქალაქ აჰვაზის გუნდია, რომელშიც 1 200 000 ადამიანი ცხოვრობს. კლუბის სტადიონი კი 38 960 ადამიანს იტევს.

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 5 /
იქნებ ავგანეთშიც ნახოთ ვინმე
2
ირანის ცემპიონატში თამაშობდე და ისიც ბოლო ადგილოსან გუნდში...
ალეკო
16:33 26-10-2017
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული