L'One მოსკოვის "ლოკომოტივს" ქართველების გამო ქომაგობს

AutoSharing Option
ჰიპ-ჰოპის შემსრულებელმა L'One-მ (ლევან გოროზიამ), რომელიც რუსეთის მოქალაქეა და რუსეთში ძალზედ პოპულარულია, მოსკოვის "ლოკომოტივის" ფანია და "რადიო მაიაკს" შემდეგი განუცხადა:

"ამ გუნდს იმ დროიდან ვგულშემატკივრობ, როდესაც სამწუხაროდ, სამეულშიც ვერ ვხვდებოდით. ახლა ყველაფერი კარგადაა და ცხვირაწეული დავდივარ. ძმასთან ერთად "ლოკოს" საქომაგოდ კოპენჰაგენში წავყევი და დავაშინეთ მშვიდი დანიური პუბლიკა.

მალხაზ ასათიანის და ზაზა ჯანაშიას დროიდან ვესწრები "რკინიგზელთა" მატჩებს. ქართველების გუნდში ყოფნაა ჩემი "ლოკომოტივის" ფანობის ერთ-ერთი მიზეზი. ასეთი წესი არსებობს: თუ შემადგენლობაში ქართველი გვყავს, ე.ი. რაღაც ტურნირს ვიგებთ. მოვიდა საბა კვირკველია და ნახეთ,
რა ხდება?"
მკითხველის კომენტარები / 4 /
გიოს! გახსოვს არველაძეს აიაქსი ან ალკმაარი? კობიაშვილის შალკე? კალაძეს მილანი? ქეძბაიას ანორთოსისი და აშ. ქართველებზე მცდარი წარმოდგენა გაქვს ჯიგარო.
ნიკა
22:46 29-10-2017
0
მამლუქები ყოველთვის განთქმულნი იყვნენ...ესაა რომ საქართველოსთვის არაფრის მაქნისები იყვნენ. ახლაც ასეა და ასე იქნება მუდამ.IMHO.
3.141592
22:37 29-10-2017
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული