გურამ კაშიამ LGBT-ფერებიან სამკლავურზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა

AutoSharing Option
AUTO PLAY
არნემის "ვიტესის" კაპიტანმა და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გურამ კაშიამ "ჰერნევენთან" (4:0) მატჩში LGBT-ფერებიანი კაპიტნის სამკლავურის გამო განმარტება გააკეთა.

აღნიშნულის შესახებ ქართველ ფეხბურთელს ჰოლანდიური გამოცემა nos.nl-ის ჟურნალისტმა ჰკითხა, რადგან ამ ქმედების გამო კაშია სოციალურ ქსელებში ქართველმა მომხმარებლებმა გააკრიტიკეს.

"ყოველთვის მხარს ვუჭერ ადამიანების თავისუფლებას და ძალადობის წინააღმდეგი ვარ. სანამ ადამიანი სხვებს ცუდს არ გაუკეთებს, მე მას მხარს დავუჭერ. რთულია ახსნა, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ზოგი ადამიანი ამას ვერ იღებს.

ძალიან ცოტანი იყვნენ, ვინც ჩემს "ფეისბუქგვერდზე" გამოხატა უკმაყოფილება და რა თქმა უნდა, მე ამისთვის
დიდი ყურადღება არ მიმიქცევია. ისინი ჩემით იმედგაცრუებულები იყვნენ. ეს არის და ეს.

მაგრამ მე არ მინანია, რაც გავაკეთე, ეს იყო ჩემი პასუხისმგებლობაც. მე არ ვღელავ იმაზე, თუ ვინ ხარ შენ, რას აკეთებ შენს ცხოვრებაში. თუ არაფერს უშავებ სხვა ადამიანებს, შეგიძლია იყო ის, ვინც გინდა, რომ იყო. ეს ჩემი ხედვაა და ასე არის ჰოლანდიაშიც. რამდენიმე ადამიანი ამით იმედგაცრუებული იყო, მაგრამ ეს დიდ სირთულეს არ წარმოადგენს", - განაცხადა კაშიამ.

ჰოლანდიელმა ჟურნალისტმა ასევე ქართველი ჟურნალისტის, გიორგი გიგაურის შესახებ ჰკითხა, რომელმაც თქვა: "ლგბტ კაშია საქართველოს ნაკრებიდან უნდა მოიკვეთოს".

"ეს მისი მხრიდან ძალიან სულელური საქციელი იყო, რადგან თავი რთულ სიტუაციაში ჩაიყენა და უფრო მეტი კრიტიკა ხვდა წილად. საკუთარ ეროვნებას ვერავინ შეიცვლის. ათასობით ადამიანი რომც იყოს წინააღმდეგი, თუ ჩემს ეროვნულ ნაკრებში გამომიძახებენ, მე აუცილებლად ჩამოვალ სათამაშოდ", - აღნიშნა გურამ კაშიამ.
მკითხველის კომენტარები / 69 /
რა გეკატაკად ამ ქართველ ფეხბურთელებს ასეთი რომ ფულის გამო ყველაფერზე მიდიხირთ??? თამაშით ვერ თამაშობთ კაი რაც არის ეგ არის, პოლიტიკაში ბლომად წახვედით და დრემდე ეგეც შეირგეთ, ეხლა მორალზე და წესიერებაზე უნდა მოძღვროთ საქართველო?! კაი, კაშიას დაუშვათ არ შეეძლო ამ ოხერი ჰოლანდიური ტრენდიდან ამოვარდა (არა და რაც გააკეთა არ შეიძლება, გახდა მაგათი თანაზიარი...), კალაძეს და კობიაშვილს ვინღა დაგაძალათ ამათ დამცველებად გამოსვლა??? ვერ ხვდებით რომ ეს ფასეულობათა ომია და მაინცდამაინც ამ უბედური ლგბტ-ს დამცველებად გამოხტომა რომ არ არის ჯანმრთელი ადამიანის შესაფერისი საქმე?! ღმერთმა დაგიფაროთ და რომელიმეს ძალიან ახლობელი ამ გზას რომ დაადგეს ერთი მერე როგორი სოლიდარულები იქნებ საერთოდ თუ წარმოგიდგენიათ??? თქვენთვის რაც გინდათ ის აკეთეთ და ნორმალურ ხალხს გაგვეშვით, ვითომ თანამედროვეობის ამბავში გარყვნილობის ადვოკატები ნუ გახდებით!!! ის გერჩივნოდ რამე წესიერი გააკეთოთ თქვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის, თორემ მართლა საცოდავ კაცუნებად დარჩებით...
პაატა
27 ოქტომბერი 2017 15:07
2
მიჩინიო მაგ კაცური სიმართლით იარეთ შენ და შენმა შთამომავლობამ....დამწკრივება ადვილია უბრალოდ დედაშენს თუ ჩააყენებ სათავეში თორე ისე არაფერი გამოვა ;) :))
გიო
26 ოქტომბერი 2017 13:41
4
მართლა მგონია რომ ღადაობთ კომენტარებში, ძალიან არგუმენტირებულად ისაუბრა ადამიანმა და ამ ქვეყანაში არგუმენტს მნიშვნელობა არ აქვს მგონი , ადამიანმა თქვა, თავისი პირადი ცხოვრება აქვს ყველას და რასაც უნდა იმას იზამსო და ეგრეც არის, ევროპა რა შუაშია, რუსეთში რო არიან ჰომოსექსუალები და ლესბოსელები ეგრე უნდა და რუსეთში რომ არიან გარყვნილები, 12 წლიდან რომ ქალიშვილობას კარგავენ და სტრიპტიზის და ორალური სექსის სკოლებში დადიან, აი ეგ არის გარყვნილება, ევროპაში კი ეგ ბავშვების უფლებების დარღვევაა... ჩვენ უფრო გარყვნილი ერი რომ ვართ 14 წლის გოგოები რომ მოჰყავთ 30 წლის კაცებს ?
ვახტანგი
23 ოქტომბერი 2017 23:22
38
ეეეჰ, გურამ, გურამ........ ზნედაცემულებო!!!!!! გამოხატვის თავისუფლების ფსევდო არგუმენტაციას, რომ ხართ ამოფარებული!!!!! მშვიდობაში მოიხმარეთ და გაცვითეთ თქვენი ერთი ადგილი და სიმაღლის მიხედვით დამწკრივდით ყოველ 17 მაისს..... მაინცდამაინც შუბლზე უნდა დაიწეროთ და რუსთაველზე უნდა ჩაატაროთ აღლუმი ისე ვერ სიამოვნებთ ერთმანეთში?! პირჯვარი ერთხელ მაინც არ გადაგიწერიათ გულწრფელად?! თუ ახალ ათ მცნებას მიაგენით სადმე?! როდისმე გინახავთ ან გაგიგონიათ ტრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანებს რამე სამკლავურის გაკეთების ან რუსთაველზე აღლუმის ჩატარების სურვილი გამოეთქვათ?!
გიორგი
27 ოქტომბერი 2017 14:00
1
კაშიამ ლგბტეებს კი არ დაუჭირა მხარი არამედ იმათი წინააღმდეგია ვინც მათ კლავს! ვინც რ უნდა იყოს ადამიანი ზალადობა უნდა იგმობოდეს! მარტო ღმერთს შეუზლია გადაწყვიტოს ვინ იცოცხლებს დ ვინ არა.
luk
23 ოქტომბერი 2017 23:09
22
ვკითხულობ თქვენს კომენტარებს და მიკვირს ესეთი დაბალი დონე როგორა ხართ? ადამიანს აქვს უფლება ჰქონდეს თავისი დამოკიდებულება და მოგვწონს თუ არა ჩვენი საქმე არაა. კაშიამ უნდა ითამაშოს საქართელოს ნაკრებში და კანკავას შემდეგ ის უნდა იყოს მთვარი კაპიტანი!
ქომაგი
24 ოქტომბერი 2017 13:42
37
კაშიამ,ამ საქციელით მხარი დაუჭირა ლგბტთა ყველა მოთხოვნას.. რომ წერს არავის დაჩაგვრას არ ვემხრობი და ა.სშ. არც ჩვენ ვუვარდებით არავის თავის სახლებში რაც უნდა ის უქნიათ მაგრამ რიცა სამკლაურით გამოდიხარ ან ვინ ეხვეწებოდა ესეიგი მხარს უჭერ აბსოლიტურად ყველა მათ მოთხოვნებს ქორწინდბას, შვილიების აყვანას და ა.ს.შ. საქართველოს ნაკრებს ასეთი კაპიტანი არ სჭირდება ეგეც არ მყავდეს კრუიფი.
დათო
24 ოქტომბერი 2017 15:58
3
კი ბატონო,მას აქვს უფლება ჰქონდეს თავისი დამოკიდებულება,მაგრამ მეც მაქვს უფლება,მქონდეს ჩემი დამოკიდებულება,მისი დამოკიდებულების მიმართ.ის აქტიურ აგიტაციას ეწევა...მეც მაქვს უფლება საწინააღმდეგო აგიტაცია გავწიო.კაშია ვეღარ იქნება კაპიტანი ან ვიცე კაპიტანი და პირადად მე ასეთი გადახრილი,საერთოდ არ მინდა ნაკრებში.რონალდო შეიძლება გეიც იყოს,თუმცა მაინც არა მგონია,მაგრამ ამის პროპაგანდას არ ეწევა,კაშიასაგან განსხვავებით.
კიდევ რაც უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვის.საქართველო ისედაც გადაშენების გზაზე დამდგარი ერის სახელმწიფოა და ასეთ ქვეყანაში ლგპდ- ობაზე ქადაგება,ან მხარდაჭერა დამღუპველია.ნაკრების ვიცე კაპიტანი ამაზეც უნდა დაფიქრებულიყო,მაგრამ რას ვიზავთ,კიდევ ერთი კაცი დავკარგეთ,არა და დასაკარგი ადამიანები საქართველოს აღარ ჰყავს.მორჩა არჩევნები.დასცემენ ლარის კურსს,კიდევ უფრო გააღატაკებენ რიგით ქართველს და კიდევ უფრო გააფთრებით შეუტევენ ეკლესიას,მართლმადიდებლობას და მის საფუძვლებზე აღმოცენებულ ცხოვრების წესს.ჩვენი ასარჩევია რომელ მხარეს დავდგებით.კაშიამ კი ეტყობა უკვე აირჩია,თუმცა კიდევ აქვს მცირე შანსი,გამოსწოროს შეცდომა,ძალიან მცირე მაგრამ მაინც შანსი.არ კი მგონია ,რომ შეეცდება.
სოსო
25 ოქტომბერი 2017 10:40
3
ყველა გამოხმაურება
სერიოზულად წერთ ამ კომენტარებს? თავისი აზრის დაფიქსირების გამო აგინებთ ტიპს? აბა სკამით უნდა გაიჩითოს 17 მაისს თუ რა გინდათ ვაბშე
adam
24 ოქტომბერი 2017 03:27
51
სკამი არა. ბიკინით და პომადით გაიაროს რუსთაველზე სოლიდარობის მიზნით და შენც შეუერთდი
lashamax
24 ოქტომბერი 2017 06:42
5
"15 ოქტომბერს ჰოლანდიის ჩემპიონატი მე-8 ტურში ყველა გუნდის კაპიტანს აღნიშნული სამკლაური ეკეთა." - იქნებ ამან მაინც გაგინათოთ ერთი-ორი პატარა უბანი ))
ვვვ
25 ოქტომბერი 2017 17:57
23
თუ ყველა გუნდის კაპიტანი უნდა გამოსულიყო და სხვა გზა არ ქონდა (ეგეც გაუგებარია, მაგრამ მაინც) რაღა კომენტარებს იძლევა ჩემს ქვეყანაში არ ესმითო და ა.შ. და ისიც პარადოქსია რომ ლგბდ-ს პროპაგანდა თავისუფლების სახელით შენიღბული ყველა კაპიტანს აიძულეს - ეგ არ არის თავისუფლების შეზღუდვა?
განათებული გვაქვს!
26 ოქტომბერი 2017 02:24
4
ქართველები ნუთუ მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანები ვართ?! გულზე ყველას არსად არ ეხატება გეი ადამიანები,მაგრამ მათ ასე არ ლანძღავენ(ჩამორჩენილი ქვეყნების ჩრდ.კორეის,ჩეჩნეთის,სირიის...საქართველოს გარდა). ეს გარყვნილება არ არი, ისენი ასეთები დაიბადნენ...მსოფლიოს ნომერი პირველი ფეხბურთელი გეია, სადღაც პრემიერმინისტრი და ა.შ.ასეთი პროპაგანდით რუსეთი გვაძულებს ევროპა-ამერიკას და ჩვენთან ამას ბევრი სათავისოთ იყენებს.უბრალო ხალხი ამას გულწრფელად საშიშროებად მიიჩნევს, მარა არიან ადამიანები, რომლებმაც კარგად იციან(მართლა განათლებულები არიან), რომ ეს არავითარ საშიშროებას არ წარმოადგენს და მხოლოდ ქულების დასაწერად იბრძვიან.ასეთები არიან მართლაც საშიშები პოლიტიკაში
სანდრო10
24 ოქტომბერი 2017 16:20
31
ჯიგარი ხარ გურამ მიაწექი! ბნელები ყოველთვის იყვნენ, არიან და იქნებიან!
დათო
24 ოქტომბერი 2017 05:28
50
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული