გურამ კაშიამ LGBT-ფერებიან სამკლავურზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა

AutoSharing Option
AUTO PLAY
არნემის "ვიტესის" კაპიტანმა და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გურამ კაშიამ "ჰერნევენთან" (4:0) მატჩში LGBT-ფერებიანი კაპიტნის სამკლავურის გამო განმარტება გააკეთა.

აღნიშნულის შესახებ ქართველ ფეხბურთელს ჰოლანდიური გამოცემა nos.nl-ის ჟურნალისტმა ჰკითხა, რადგან ამ ქმედების გამო კაშია სოციალურ ქსელებში ქართველმა მომხმარებლებმა გააკრიტიკეს.

"ყოველთვის მხარს ვუჭერ ადამიანების თავისუფლებას და ძალადობის წინააღმდეგი ვარ. სანამ ადამიანი სხვებს ცუდს არ გაუკეთებს, მე მას მხარს დავუჭერ. რთულია ახსნა, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ზოგი ადამიანი ამას ვერ იღებს.

ძალიან ცოტანი იყვნენ, ვინც ჩემს "ფეისბუქგვერდზე" გამოხატა უკმაყოფილება და რა თქმა უნდა, მე ამისთვის
დიდი ყურადღება არ მიმიქცევია. ისინი ჩემით იმედგაცრუებულები იყვნენ. ეს არის და ეს.

მაგრამ მე არ მინანია, რაც გავაკეთე, ეს იყო ჩემი პასუხისმგებლობაც. მე არ ვღელავ იმაზე, თუ ვინ ხარ შენ, რას აკეთებ შენს ცხოვრებაში. თუ არაფერს უშავებ სხვა ადამიანებს, შეგიძლია იყო ის, ვინც გინდა, რომ იყო. ეს ჩემი ხედვაა და ასე არის ჰოლანდიაშიც. რამდენიმე ადამიანი ამით იმედგაცრუებული იყო, მაგრამ ეს დიდ სირთულეს არ წარმოადგენს", - განაცხადა კაშიამ.

ჰოლანდიელმა ჟურნალისტმა ასევე ქართველი ჟურნალისტის, გიორგი გიგაურის შესახებ ჰკითხა, რომელმაც თქვა: "ლგბტ კაშია საქართველოს ნაკრებიდან უნდა მოიკვეთოს".

"ეს მისი მხრიდან ძალიან სულელური საქციელი იყო, რადგან თავი რთულ სიტუაციაში ჩაიყენა და უფრო მეტი კრიტიკა ხვდა წილად. საკუთარ ეროვნებას ვერავინ შეიცვლის. ათასობით ადამიანი რომც იყოს წინააღმდეგი, თუ ჩემს ეროვნულ ნაკრებში გამომიძახებენ, მე აუცილებლად ჩამოვალ სათამაშოდ", - აღნიშნა გურამ კაშიამ.
მკითხველის კომენტარები / 69 /
პირადად მე მაგრად გამიტყდა კაშია რომ უნდა ამოვშალო იმათგან ვისაც ვგულშემატკივრობ. რეალურად თავი თვითონ ჩაიყენა რთულ და აბათ სულელურ სიტუაციაში. თან ვფიქრობ? რომ კაშია ჭკვიანი ბიჭია და ეს "ხოდი" დასჭირდა როგორც გარანტია, რომ ვიტესის ძირითადში ჯერჯერობით იქნება. მაშინ კიდე ხო.
SL
23 ოქტომბერი 2017 20:05
28
რა გჭირს ასეთი? რამე მოწიე?
gio
23 ოქტომბერი 2017 22:41
5
ერთი პატარა კომენტარი კი დავდე აქ.მეტს აღარ ვაპირებდი მაგრამ გარემოებები მაიძულებენ.
-ეს ფეხბურთელია თუ უფლებადამცველი? არ წაიღეს ტვინია ამდენმა უფლება დამცველებმა?

სისულელე რო გადამდებია ეგ კაი ხანია დამტკიცებულია ახლა იქნებ მკითხოთ რატომაა გადამდები.
მაგათ რა თქვენი მხარდაჭერა ჭირდებათ აწუხებთ ვინმე თუ რაა? თუ კაი
ხალხი ხართ იმათ გამოუცხადეთ სოლიდარობა ვისაც მართლა ჭირდება
მუშებს მაგალითად, თქვენს თავს,კაბალურ პირობებში რო იმყოფებით
მავანთა გამო არაფერს ვამბობ მშიერ და მიუსაფარ ადამიანებზე,ომის და ტერორიზმის მსხვერპლებზე-ვერა ხოო? ძნელი ხო ამ მხრივ ნაბიჟის გადადგმა არავინ დაგიფასებთ ტაშსაც არავინ დაგიგრაკვთ არაა? მაჰათმა განგ- გახსოვთ?ახლა ხო ხვდებით ის ,,განათლებულები"" რატომაა სისულელე ასე ადვილად გადამდები და მისაბაძი ზოგიერთისთვის?

-მეტი არაა ჩემი მტერი.ეს უფლებადამცველი კი ნაკრებში არ უნდა იყოს.
ბ_-
24 ოქტომბერი 2017 17:50
6
კაშია საქართველოს ნაკრებში ვეღარ ითამაშებს ძალიან სამწუხაღოდ, კაპიტნობაზე ხო ლაპარაკიც ზედმეტია!
მართლა ქომაგი
24 ოქტომბერი 2017 14:11
13
თუ ითამაშებს კაპიტნობა ყველა ვარიანტში უნდა გამოირიცხოს, აქაც რომ გაიკეთოს მასეთი სამკლაური ხომ გახდა გასალახი. ისა და თუ მართლა ძალადობასა და რასიზმზეა ლაპარაკი გაეკეთებინა შავი სამკლაური ან თუნდაც წითელი ან ყვითელი არ ვიცი ფერს რა მნიშვნელობა აქვს ერთ ფერში ყოფილიყო წარწერით "NO RASIZM" და ამდენი მითქმა მოთქმა აღარ იქნებოდა.
roma
24 ოქტომბერი 2017 14:52
11
ნეტა როდის მოვა ის დრო ქართველები მოვეშვებით სხვისი ცხოვრების კრიტიკას და თავისას მივხედავთ. ამ ქვეყანაში იმაზს მეტი სასაუბრო არ გაქვთ ვიდრე სხვისი ორიენტაცია? თუ არ გაქვთ ყოჩაღ თქვენ.
თემო
23 ოქტომბერი 2017 20:37
27
მასე არ არის თემო.თვითონ რაც უნდა ის გააკეთოს,ვერავინ და არავინ დაუშლის მაგრამ,მისი საქციელი მოწოდება და პროპაგანდაა.ეს კი უკვე პირადად ჩვენზეა მომართული და ჩვენ გვეხება.ასე რომ მიყრუება არ შეიძლება,მით უმეტეს მას ბევრი ქართველი ყმაწვილი უსმენს და მიჰბაძავს.საქართველოში ადრეც იყვნენ ფერნაცვალი ხალხი,ბევრიც ძალიან ცნობილი,მაგრამ ისინი ამას არ ამზეურებდნენ და სხვასაც პროპაგანდას არ უწევდნენ.ამიტომაც არ იყო აგრესია მათ მიმართ.ახლა კი აქეთ გვიტევენ და თან წიოკობენ,გვჩაგრავენო.ამაშია განსხვავება.თანაც ძალიან დიდი ფული იდება ამის აგიტაციაში და ახალგაზრდობას უკვე სასაცილოდ აღარ ჰკმარა პატრიოტიზმი,ზნეობრივი სიწმინდე და ქართული ენის პატივისცემა.თანაც ქვეყნის მოსახლეობა ისედაც კატასტროფულად მცირდება და კიდევ ჰომოსექზუალიზმის პროპაგანდა,მთლად გაანადგურებს ეროვნულ გენოფონდს.ამას დაუმატე უკვე განადგურებული განათლების სისტემა და სურათი უკვე საშინელი ხდება,მთავრობა მაინც ეროვნული რომ გვყავდეს,კიდევ იქნებოდა რაღაც იმედი,მაგრამ რაგდენი წელია უკვე ქვეყანას სხვა წვეყნის მსახური მთავრობები მართავს და თუ ვინმე გამოჩნდა ისეთი,ვინც ხმალ ამოღებული იბრძოდა ეროვნული ფასეულობების წინ წამოსაწევად,ყველა საიქიოში გაისტუმრეს.ვეფხისტყაოსანს ან ილიას ახსენებს კიდევ ვინმე?მოკვლიდან 110 წლისთავზე, ტელევიზიებს არც კი გახსენებიათ ილიას სახელი.
სოსო
25 ოქტომბერი 2017 11:25
0
მადლობა ღმერთს საქართველო თუ ჩამორჩენილია ყოველგვარი უზნეობისთვის.. მამათმავლობა არის გარყვნილების უკიდურესი ფორმა და უდიდესი ცოდვა! თუ ადამიანი გარკვეული დოზით რაღაც ქალური თვსებებით იბადება ეს არ ამართლებს მის ამ გარყვნილ ცხოვრებაში ჩაბმას, მითუმეტეს სქესის შეცვლას და ა.შ. ამ რუსეთის მუდმივმა ხსენებამ კი ყოველგვარ ძალა დაკარგა დიდი ხანია უკვე)
ჯიჯი ბუფონი
24 ოქტომბერი 2017 17:21
2
Vava შენ თუ ფულის გამო გახვიდოდი გეი-აღლუმზე ეს იმას არ ნიშნავს რომ სხვაც იგივეს გააკეთებდა! მე პირადად და ნებისმიერი ქართველი ვისაც კაცი ჰქვია, ტრილიონები რომ მისცე და ყველაზე მაგარი კარიერა დაპირდე მაინც არ გავაკეთებთ მაგას და ვინც შემთავაზებს გეების მხარდაჭერას - ერთი კარგად დავადებ კიდეც ცხვირში!
გიგი
24 ოქტომბერი 2017 13:04
2
მარიხუანას ფოთლით სამკლავური როდის უნდა გაიკეთო? ან ჩადრით არ გამოხვალ - ბევრ ქვეყანაში აკრძალეს და ეგეც თავისუფლების შეზღუდვაა. არ ვიცი რამ ან ვინ გაიძულა ეს, მაგრამ ნამდვილად არ მესიამოვნა მე პირადად. უფრო მეტად რომ დაფიქრებულიყავი და ყველა ის ხალხი ვინც გქომაგობს შენ და არ მოსწონს შენს მიერ ლგბტ პროპაგანდა (პროპაგანდა და არა თავისუფლების მხარდაჭერა) ფეხებზე არ დაგეკიდებინა უფრო ადექვატური იქნებოდა, მაგრამ ეს შენი არჩევანია და ამაში თავისუფალი ხარ (პატივს ნამდვილად არ ვცემ მაგ არჩევანს), შესაბამისად იმაშიც თავისუფალი ხარ რომ "შენს ქვეყანაში ზოგი ამას ვერ იღებს" და შენ ეს გკიდია, ხოდა რა ობსტრუქციასაც მიიღებ შეგიძლია ეგეც დაიკიდო, მე პირადად მართლა მკიდია შენ ლგბტ იქნები, ავტოგოლს გაიტან, თუ თამაშს ჩააგდებ, რადგან შესაბამის პოზიციაზე არ გათამაშებენ ნაკრებში - ეტყობა ჰოლანდიამ ძალიან ცუდად იმოქმედა შენზე.
???
24 ოქტომბერი 2017 17:26
4
ერთ დროს შორტებით სიარული ტეხავდა, ახლა ყოველი მეორე ფოხანით დადის :))
ასტრიდ
23 ოქტომბერი 2017 23:15
4
P.S. ანუ როგორც ამ პატარა საკითხში ასევე სხვა საკითხებში განვითარდით. ხოლო ზემოთ ხსენებულ ამბავში ჯერ ვერ გამოვედით. არაუშავს ყველაფერს დრო უნდა. რამოდენიმე ხანში ამ საკითხშიც ტოლერანტები გავხდებით!
ასტრიდ
24 ოქტომბერი 2017 10:57
19
daukaririt tashi, rom chamova nakrebshi satamashod)))
qomagi
23 ოქტომბერი 2017 18:04
23
ეს არის სვლა ერთგვარი, ეს ბილეთია ევროპაში ცხოვრებისთვის. აბა რასაც ფიქრობს იმას ხომ ვერ იტყვის კაცი ყველგან და ყოველთვის. მე ასე მჯერა და თუ "ცვეტში" ასეთია გურამი მაშინ ოოოოოოოოოო................
ვასილიჩი
23 ოქტომბერი 2017 20:41
18
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული