"სან ხოსე" და ვაკო ყაზაიშვილი MLS-ის პლეი-ოფში გავიდნენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
Decision Day-ზე "სან ხოსეს" ბედი დადებითად გადაწყდა, ვაკო ყაზაიშვილის გუნდი პლეი-ოფშია.

"მინესოტასთან" მატჩი კალიფორნიელებისთვის გადამწყვეტი იყო, მხოლოდ მოგების შემთხვევაში გადიოდნენ პლეი-ოფში. "მინესოტას" კი შანსი არ ჰქონდა და ერთადერთი მოტივაცია მეტოქისთვის ხელის შეშლა იყო.

შეხვედრა დრამატული გამოდგა, ორჯერ იგებდა "სან ხოსე" და სტუმრებმა ორჯერვე გაუთანაბრეს. მატჩის 93-ე წუთი იყო, როდესაც მარკო ურენამ კრის ვონდოლოვსკის პასით გოლი გაიტანა და გუნდი პლეი-ოფში გაიყვანა.

"სან ხოსე" პლეი-ოფის პირველ მატჩს 25 ოქტომბერს "ვანკუვერთან" გამართავს, რომელსაც წინა ტურში ვაკო ყაზაიშვილმა გოლი გაუტანა.
- ვაკო ამერიკას იპყრობს!
მორიგი გოლი ვანკუვერში [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 3 /
როგორც თქვენი საიტის მუდმივი მკითხველი, გთხოვთ მოგვიყვეთ რა ფლეი-ოფზეა საუბარი? იქნებ ორი სიტყვით დაწეროთ და გაგვარკვიოთ როგორი სისტემაა, რა ტიპის ჩემპიონატია...
გალაქტიონ ესაკიას
20:17 23-10-2017
0
არა და მე თვითონ ვნახე რომ მეორე გოლზე livescore.in -ზე ყაზაიშვილი დაიწერა. თურმე ვერაოოო
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული