ლეგიონის ანონსი: შეაჩერებს აბურჯანია პაპუნაშვილს?

AutoSharing Option
დღეს, ქართველ ლეგიონერთა ძირითადი ნაწილი შეეცდება, რომ საკუთარ ჩემპიონატებში ბოლო ადგილიდან ცოტა წინ აინაცვლონ.  ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში გველოდება.

12:30
"სკა ხაბაროვსკი"-"უფა": ქართველ მცველთა დუელს ვიხილავთ რუსეთის პრემიერ ლიგაში. გიორგი ნავალოვსკის "სკა", რომელიც ლიგის აუტსაიდერად ითვლება, ჯიმი ტაბიძის "უფას" დაუპირისპირდება, რომელიც ევროტურნირებისთვის იბრძვის. დიდი ალბათობით ორივე მცველი ძირითად შემადგენლობაში იქნება.

17:30
"სილკებორგი"-"სონდერსკიე": დავით სხირტლაძისა და მათე ვაწაძის "სილკებორგს" ერთი უცნაურობა სჭირს, როცა შეხვედრას იგებენ, მეტოქე ახერხებს მატჩი რამდენიმე წუთში შემოუტრიალოს. ქართველთა გუნდი დანიის სუპერლიგაში მე-12 ადგილზეა და დღეს შეუძლიათ სიტუაცია 
გაიმჯობოსონ. ორივე შემტევი ალბათ ძირითად შემადგენლობაში იქნება.

"ვასასი"-"ბალმაზივაროში": ბაჩანა არაბულისა და ირაკლი მაისურაძის "ბალმაზივაროში" ძალიან ცუდად ასპარეზობს და უნგრეთის ლიგაში ბოლო ადგილზე არიან, ამ მატჩშიც მეტოქე არის ფავორიტი. ბაჩანა არაბულს სასტარტო შემადგენლობაში უნდა ველოდოთ, ირაკლი მაისურაძე კი სავარაუდოდ მეორე ტაიმში ჩაერთვება შეხვედრაში.

19:00
ბუქარესტის "იუვენტუსი"-"სეპსი": ნიკა ძალამიძის "იუვენტუსი" რუმინეთის პირველობაზე გასავარდნ ზონაშია და 14 ტურის შემდეგ მატჩი ჯერაც არ მოუგია. ამ თამაშშიც ფავორიტად სტუმრები ითვლებიან და იქნება თუ არა ქართველი ლეგიონერი სასტარტო შემადგენლობაში, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

ტრნავას "სპარტაკი"-"პოდბრეზოვა":
მასპინძლები სლოვაკეთში პირველ ადგილზე არიან და მათ შემადგენლობაში ვახტანგ ჭანტურიშვილი თამაშობს. ქართველმა ლეგიონერმა წინა თამაშში საგოლე გადაცემა მიითვალა და ძირითადი შემადგენლობის წევრი არის.
- ვახტანგ ჭანტურიშვილის შესანიშნავი საგოლე გადაცემა [VIDEO]

20:00
"პოგონი"-"ტერმალიცა": ლაშა დვალისა და მათე ცინცაძის "პოგონი" პოლონეთის ექსტრაკლასაში ბოლო ადგილზეა. რაც შეეხება მეტოქეს ის ერთი პოზიციით წინ იმყოფება და ჩვენებურების გუნდს შანსი აქვს მდგომარეობა ოდნავ გამოასწოროს. ლაშა დვალი ალბათ, ტრადიციულად ძირითად შემადგენლობაში იქნება, ხოლო ცინცაძემ შესაძლოა თამაშის პირველი ნახევარი სკამზე გაატაროს.

22:30
"კორტრიკი"-"გენტი": ბოლო მატჩში გიორგი ჩაკვეტაძე "გენტის" განაცხადში ვერ მოხვდა, მაგრამ მეორე გუნდში ათამაშეს, სადაც საგოლე გადაცემა მიითვალა. ვიმედოვნოთ, რომ კლუბისგან მეტ ნდობას დაიმსახურებს ქართველი ტალანტი.

"სევილია II"-"სარაგოსა":
ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში ქართულ დაპირისპირებას ვიხილავთ. გიორგი აბურჯანიას "სევილია II" ჩემპიონატში ბოლო ადგილზეა, გიორგი პაპუნაშვილის "სარაგოსა" მე-10 ადგილზეა და მიზანი პრიმერა დივიზიონში დაბრუნება აქვთ. ვნახოთ დღევანდელ მატჩში, შეძლებენ თუ არა ქართველი ლეგიონერები თავის გამოჩენას. დიდი ალბათობით ორივე ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში იქნება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ებრალიძეს რატო აიგნორირებთ, არავის ახლობელი არაა?
vaso
13:19 22-10-2017
0
ამათ ურჩევნიათ ესპანეთში გულაობას თავო დაანებოთ ( მესმის კარგია ესპანეთი) და ვარჯიშს მიხედონ თავდაუზოგავად იშრომონ ერთი დუბლებში რომ ზის სკამზე და მეორეც
0
სიახლეები პოპულარული