დავით ხოჭოლავა ჩემპიონთა ლიგის მატჩზე: მოედანზე შესვლისას ვნერვიულობდი

AutoSharing Option
17 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგაზე "შახტარი" "ფეინიორდს" ესტუმრა და 2:1 დაამარცხა. დავით ხოჭოლავა მოედანზე მატჩის 77-ე წუთზე გამოჩნდა, რომელმაც ფერეირა შეცვალა.

დავით ხოჭოლავამ გუშინდელ მატჩთან დაკავშირებით ისაუბრა. კომენტარი "შახტარის" საიტზე დაიდო.

"როდესაც მოედანზე უნდა შევსულიყავი, ვნერვიულობდი. ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იყო და ყველაფერი უნდა გაგვეკეთებინა გამარჯვების მოსაპოვებლად.

თამაშის დაწყებიდან, პირველი ათი წუთის შემდეგ, "შახტარმა" შეძლო თამაშზე კონტროლის მოპოვება. "ფეინიორდს" შემადგენლობაში სწრაფი ფეხბურთელები ჰყავს, შესაბამისად ჩვენ კომპაქტურად თამაშსა და შეტევების ჩაშლას ვცდილობდით.

ჩვენს გვყავს ისეთი შემტევები როგორებიცაა: ტაისონი, ბერნარდი, მარლოსი. რომლებიც მუდმივად ცდილობდნენ,
თავისუფალი ზონების მოძებნას და საგოლე მომენტების შექმნას.

სასიამოვნოა გამარჯვება, მაგრამ წინ სამი ტურია და ჯერ ჯგუფიდან გასვლაზე საუბარი ზედმეტია."
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული