ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ქართველები ჩემპიონთა ლიგაზე - ანანიძე ვერ ითამაშებს, ხოჭოლოვა საეჭვოა

AutoSharing Option
დღეს ჩემპიონთა ლიგის III ტურის შეხვედრები გაიმართება.

სამწუხაროდ საუკეთესო საკლუბო ტურნირზე მხოლოდ ორი ქართველი ფეხბურთელი გვყავს.

მოსკოვის "სპარტაკი" "სევილიას" მასპინძლობს, მაგრამ ჯანო ანანიძე, სამწუხაროდ, ვერც ამ შეხვედრაში გამოჩნდება - მან იტალიაში ოპერაცია გაიკეთა და 1 თვე ფეხი თაბაშირში ექნება, როცა მოხსნიან და შეამოწმებენ, მაშინ დადგინდება, თუ რამდენი ხნით დააკლდა ჯანო ფეხბურთს, სავარაუდოდ კი, ეს დრო მცირე არ იქნება.

"ფეიენოორდთან" მატჩის 20-კაციან შემადგენლობაში დავით ხოჭოლავა მოხვდა, თუმცა, რამდენად იქნება ჩვენებური დონეცკის "შახტარის" სასტარტო შემადგენლობაში, ძნელი სათქმელია.

უეფას ოფიციალური საიტი დაცვის ცენტრში
ორდეცისა და რაკიცკის დუეტს ვარაუდობს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ