ვაკო ამერიკას იპყრობს! მორიგი გოლი ვანკუვერში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY

თბილისის დროით 16 ოქტომბერს, გამთენიისას, ვაკო ყაზაიშვილის გუნდმა "სან ხოსემ" MLS-ში მორიგი მატჩი სტუმრად "ვანკუვერთან" გამართა და ფრედ, 1:1 მორჩა.

მასპინძელთა პირველი გოლი 29-ე წუთზე რეინამ გაიტანა და პირველი ტაიმის მოგებაც შეძლეს.

მეორე ტაიმის 77-ე წუთზე ვონდოლოვსკიმ ვაკოს ლამაზი პასი გაუკეთა. ქართველმა შემტევმა ჯერ მცველები ჩამოიშორა და ბოლოს ანგარიშიც გაათანაბრა - 1:1.

"სან ხოსეს" ქართველი ლეგიონერი 88-ე წუთზე ტომპსონმა შეცვალა.

"სან ხოსეს" 33 მატჩში 12 მოგება, 7 ფრე და 14 წაგება აქვს და 43 ქულით დასავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში მე-6
ადგილზეა.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის სტატისტიკას, ვაკოს ანგარიშზე მიმდინარე ჩემპიონატში ჩატარებულ 12 მატჩში 5 გოლი და ერთი საგოლე პასია.
მკითხველის კომენტარები / 4 /
დედა ბიჭო ამერიკა აღმოუჩენია... დაიპყრო კი არა კვახი, რა დონის ფეხბურთს თამაშობენ როცა ყველა პენსიონერი ფულის საშოვნელად იქით მიდის? ტრინიდადთან წაგება და მსოფლიოდან გავარდნა ბევრის მეტყველია
0
რას იპყრობს? ამერიკას? ამათ ტრინიდად და ტობაგოს ვერ მოუგეს და გავარდნენ მსოფლიოდან.
niko
00:21 17-10-2017
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული