ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ლობჟანიძემ დანიის პირველობაზე პირველი გოლი გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
დანიის სუპერლიგის მე-12 ტურში ლიდერმა "ნორდსიელანდმა" სახლში მხოლოდ მატჩის ბოლოს მოახერხა გამარჯვების მოპოვება აუტსაიდერ "რანდერსთან" (3:2).

ამ შეხვედრაში თავისი პირველი გოლი გაიტანა ჩემპიონატზე "რანდერსის" ქართველმა ლეგიონერმა საბა ლობჟანიძემ. მან 44-ე წუთზე ანგარიში 1:1 გახადა, 88-ე წუთზე კი შეცვალეს.

აღსანიშნავია, რომ საბამ "რანდერსის" ყველა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და თასის 1/32 ფინალში "აგარბეკთან" 7:2-ზე მოგებულ შეხვედრაში დუბლი შეასრულა.