ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ჯანო ანანიძე რომშია და ოპერაციაზე ექიმების პასუხს ელის

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის "სპარტაკის" ნახევარმცველი ჯანო ანანიძე რომში იმყოფება, სადაც ადგილობრივ კლინიკაში გამოკვლევის შემდეგ უნდა მიიღოს პასუხი - დასჭირდება თუ არა ოპერაცია.

ანანიძეს, რომელსაც 25 წელი ახლახან შეუსრულდა, მარცხენა ფეხის კოჭი აწუხებს და შესაძლოა, სახსრის მყესზე ოპერაციის გაკეთება დასჭირდეს.

შეგახსენებთ, რომ ჯანო ამ პრობლემის გამო საქართველოს ნაკრებს მუნდიალის შესარჩევი ციკლის ბოლო ორ მატჩში ვერ დაეხმარა - უელსსა და სერბეთთან, რუსეთის ჩემპიონთა რიგებში დაბრუნებულმა კი სრულფასოვნად ვარჯიში ვერ შეძლო.
ასევე დაგაინტერესებთ