ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

მოსკოვის "სპარტაკმა" ჯანო ანანიძეს დაბადების დღე მიულოცა

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკმა" თავის ოფიციალურ საიტზე დაბადების დღე მიულოცა ჯანო ანანიძეს, რომელიც დღეს, 10 ოქტომბერს, 25 წლის გახდა.

"სპარტაკი" სულითა და გულით ულოცავს ჯანოს დაბადების დღეს. უსურვებს მას ჯანმრთელობასა და წარმატებულ თამაშს ჩვენს გუნდში", - წერია კლუბის საიტზე.

საქართველოს ნაკრების მცველი მოსკოვის "სპარტაკში" 2009 წლიდან გამოდის. მის ანგარიშზე 132 ჩატარებულ მატჩში გატანილი 16 გოლია.

შეგახსენებთ, რომ ჯანო ტრავმის გამო საქართველოს ნაკრებს მუნდიალის შესარჩევი ციკლის ბოლო ორ მატჩში ვერ დაეხმარა - უელსსა და სერბეთთან. ფეხბურთელი უკვე დაბრუნდა კლუბში, სადაც რეაბილიტაციის კურსს გადის.
ასევე დაგაინტერესებთ