მათე ვაწაძემ დანიაში კიდევ ერთი გოლი გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მათე ვაწაძე საქართველოს ნაკრებს ვერ ეხმარება, მაგრამ 3 ოქტომბერს "სილკებორგის" მეორე გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა. ქართველი თავდამსხმელი გოლითაც გამოირჩა და რამდენიმე გოლშიც მონაწილეობდა.

"ჰორსენს" "სილკებორგის" შერეული შემადგენლობა ეწვია. გუნდში იყვნენ: 17-წლამდელები, 19-წლამდელები და მთავარი გუნდის მოთამაშეებიც. პირველი გოლი მათე ვაწაძემ გაიტანა მე-14 წუთზე, აქტიურად მონაწილეობდა მეორე გოლშიც, რომელიც პეტერსენის ანგარიშზეა.

ვაწაძემ 43-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო და 61-ე წუთზე შეცვალეს. "სილკებორგის" სარეზერვო გუნდმა 6:1 მოიგო და ჯგუფში მე-2 ადგილზეა.

შეხვედრაში არ უთამაშია "სილკებორგის" ქართველ თავდამსხმელს დავით სხირტლაძეს, რომელიც ეროვნული ნაკრების შეკრებაზე
იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ მათე ვაწაძემ "სილკებორგის" წინა თამაშშიც გაიტანა გოლი და ეს მისი მე-5 გოლია, ბოლო 4 მატჩში.
- ლეგიონი: მათე ვაწაძემ მორიგი გოლი გაიტანა
მკითხველის კომენტარები / 5 /
რა უბედურებაა, რა სოფელში თამაშობს? ვაი ჩვენს პატრონს....
alexandre
23:51 04-10-2017
0
დვალიშვილსა და ქვილითაიას შორის განსხვაებას. ვინც ვერ ხედავს, სერიოზული პრობლემა აქვს, არც მე მაქვს ვაწაძის მიმართ პრეტენზია, დვალიშვილს სჯობია, მაგრამ ქვილითაია უკეთესი ფორვარდია აშკარად. ვინც უკეთესია, უკეთეს გუნდში თამაშობს. ევროპელებს არაფერი არ ეშლებათ ამ მხრივ.
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული