ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

საბა კვირკველია პრემიერლიგის მე-12 ტურის სიმბოლურში მოხვდა

AutoSharing Option
1-ელ სექტემბერს რუსეთის პრემიერლიგის მე-12 ტურში მოსკოვის "ლოკომოტივი" მოსკოვის "დინამოს" დაუპირისპირდა და 3:0 დაამარცხა. საბა კვირკველიამ მასპინძლების შემადგენლობაში 90 წუთი ითამაშა და რუსეთის პრემიერლიგის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

championat.com-ზე გამოქვეყნებული სიმბოლური ნაკრები ვალერი გაზაევის მიერ იყო შედგენილი და აი, რა დაწერა ქართველ მცველზე: "ლოკომოტივის" დაცვა მეტოქის ყველა შეტევას მარტივად უმკლავდებოდა, ხოლო საბა კვირკველია მასპინძლების შემადგენლობაში ერთ- ერთი გამოსარჩევი იყო და მოსკოვურ დერბიში გუნდს 3:0 გამარჯვება მოაპოვებინა.

12 ტურის შემდეგ რუსეთის პრემიერლიგაში მოსკოვის "ლოკომოტივს" 26 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა. პირველადგილოსან  "ზენიტს"
მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩებიან.
ასევე დაგაინტერესებთ