"სან ხოსეს" ქომაგი: ვაკოს შეუძლია, ერთი შეხებით გოლი გაიტანოს

AutoSharing Option
ვაკო ყაზაიშვილმა "სან ხოსეს" გულშემატკივრებს თავი უკვე შეაყვარა, მის მიმართ პოზიტიური განწყობა აქვთ და სურვილი, რომ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ძირითადში თამაშობდეს.

ქართველმა ნახევარმცველმა MLS-ის ბოლო ტურში გოლითაც გამოიჩინა თავი და ერთ-ერთი საუკეთესო იყო. თუ რას ფიქრობენ ამერიკელები ყაზაიშვილზე, გთავაზობთ ამონარიდებს.
- ვაკო ყაზაიშვილი ამერიკაში ლამაზი გოლით გამოირჩა [VIDEO]

კუიო ბერნარდი: "შემტევი ოთხეული: ვონდოლოვსკი, ვაკო, ჰიკა და დენი - არის მეტოქისთვის სასიკვდილოდ ძლიერი შეტევა. ისინი არიან კლუბის საუკეთესო იარაღები, რომლებსაც შეუძლიათ ფრენა".

ვეინ იანგი: "როცა არ არის ტომპსონი და ძირითად შემადგენლობაშია
ვაკო, ბურთი ბევრად უკეთესად მოძრაობს და ნახევარდაცვა კარგად თამაშობს".

მარტი ფოსტერი: "ვაკო არის ძალიან კარგი ფეხბურთელი, წარმატება "სან ხოსეს"!

ტონატი მედინა: "აი, რა ხდება მაშინ, როცა ძირითადში არიან ჰიკა და ყაზაიშვილი, ჩვენ ვიგებთ თამაშს!"

ჯონ ვაიდერი: "ძალიან ლამაზი ფეხბურთი. ვაკო არის გასაოცარი. მომწონს, როცა მის თამაშს ვუყურებ".

ხუან პერტიკა: "ყაზაიშვილი პოზიტიურად ცვლის "სან ხოსეს" თამაშს".

ტომას მარტინი:
"ვაკო ყაზაიშვილს შეუძლია, ერთი შეხებით გოლი გაიტანოს".

როდას ვილატერო: "მე მაინც ვფიქრობ, რომ ყაზაიშვილი უნდა იყოს სკამზე. ის უკეთესად თამაშობს, როცა შეცვლაზე შემოდის".

რუბენ იანესი:
"ეს არ არის პრაიდი. თუ გვსურს, გავიდეთ პლეი-ოფში, ჰიკამ და ვაკომ ძირითად შემადგენლობაში უნდა ითამაშონ".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული