ლეგიონი: მერებაშვილი მატჩის გმირია! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გიორგი მერებაშვილმა პოლონეთის ექსტრაკლასაში მორიგი წარმატებული მატჩი ჩაატარა. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი პლოცკის "ვისლასა" და "ტერმალიკას" შეხვედრაში (1:0) საგოლე გადაცემით გამოირჩა.

იმის მიუხედავად, რომ პლოცკელები მასპინძლები იყვნენ და ამ მატჩში ფავორიტად მოიაზრებოდნენ, სათამაშო უპირატესობას მაინც სტუმრები ფლობდნენ. პირველმა ტაიმმა უფერულად ჩაიარა და განსაკუთრებული არაფერი მომხდარა.

თამაშის მეორე ნახევრის 57-ე წუთზე, გიორგი მერებაშვილმა მეტოქის საჯარიმოში მიიღო ბურთი და დარტყმის ნაცვლად ვარელას ზუსტი პასი გაუკეთა, რომელსაც გადაცემის გოლად ქცევა არ გასჭირვებია.

თამაშის შემდეგ გიორგი მერებაშვილი მატჩის გმირად დაასახელეს.

11 ტურის შემდეგ პლოცკის "ვისლა"
მე-7 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
საგოლე პასი გააკეთა, კარგი იყო, გუნდმაც მოიგო...და საერთოდ
გმირობა რა არის ფეხბურთში?.:)
დათო
22:56 02-10-2017
0
ჩემთვისაც სასიამოვნო მოულოდნელობაა მისი კარგი თამაში და კარგი სეზონი. მიუხედავად იმისა რომ არასოდეს მიმაჩნდა სანაკრებო დონის ფეხბურთელად მგონია რომ ეხლა შანსი უნდა მიეცეს, მაგრამ გმირობა ცოტა გადამეტებული შეფასება მგონია. გმირი შეიძლება ვუწოდოთ 4-3 ანგარიშით დამთავრებულ მატჩში პოკერის ავტორს, ან ჰეთ-თრიკისა და საგოლე პასის ავტორს ან მსგავს მიღწევას. მისი თამაში კი შეიძლება შეფასდეს როგორც კარგი.
dadu
16:55 02-10-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული