ლეგიონის უქმეები: ჩაკვეტაძის დებიუტი, გოლები და ტრავმები [VIDEO]

AutoSharing Option
ამ უქმეების მთავარი მოვლენა 18 წლის გიორგი ჩაკვეტაძის დებიუტი იყო "გენტში". ვიხილეთ ქართული გოლებიც და სამწუხაროდ, ტრავმებიც.

თვალს ჭრის ლეგიონერთა დიდი ნაწილის უთამაშებლობა - ოცზე მეტი ჩვენებური ან სათადარიგოთა სკამზე იჯდა, ან სულაც არ იყო მატჩების განაცხადებში...

ესპანეთი, ლა ლიგა 1|2|3.
"სევილიას" დუბლებში "რეუსთან" მატჩში (0:1) სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა გიორგი აბურჯანია, რომელიც 70-ე წუთზე გამოცვალეს.

ოთარ კაკაბაძის "ხიმნასტიკისა" და "ბარსელონას" დუბლების თამაში კი კატალონიის რეფერენდუმმა შეიწირა.

გიორგი პაპუნაშვილის "სარაგოსა" დღეს ესტუმრება "ოვიედოს".

გერმანია, II ბუნდესლიგა.
აკაკი გოგიას (65-ე წუთზე შევიდა,
გააფრთხილეს) "უნიონმა" სტუმრად 2:1 მოუგო "აუეს".

ლუკას ჰუფნაგელის (განაცხადში არ ყოფილა) "ნიურნბერგი" შინ "არმინიასთან" დამარცხდა - 1:2.

იტალია, სერია C-A.
რომან ჭანტურიას (ძირითად შემადგენლობაში იყო) "პრატო" სტუმრად 0:2 დამარცხდა "პიზასთან" და 19-გუნდიან ლიგაში მე-15 ადგილზეა.

ჰოლანდია, ერედივიზიე.
გურამ კაშიას (90 წ, გააფრთხილეს) "ვიტესი" შინ "უტრეხტს" დაუზავდა - 1:1.

ბელგია, ჟუპილერლიგა.
82-ე წუთზე, როცა "გენტი" სტუმრად ტურის ცენტრალურ მატჩში 1:2-ს აგებდა "ბრიუგესთან" მოედანზე ბოსნიელი დანიელ მილიჩევიჩის ნაცვლად 18 წლის გიორგი ჩაკვეტაძე გამოვიდა. ასე შედგა თინეიჯერი ქართველის დებიუტი "გენტსა" და ბელგიის პირველობაზე. მატჩი ასევე დასრულდა.

პორტუგალია, პრიმეირა.
გიორგი მაკარიძის (განაცხადში არ ყოფილა) "მორეირენშე" სტუმრად "ფერეირასთან" დამარცხდა - 2:3.

პორტუგალია, სეგუნდა ლიგა.
ვიზეუს "აკადემიკოს" რიგებში "პორტუს" დუბლებს გაუტანა ავთო ებრალიძემ, ის სათადარიგო იყო და 72-ე წუთზე შევიდა, "ვიზეუმ" 4:1 გაიმარჯვა.

პოლონეთი, ექსტრაკლასა.
ლუკა ზარანდიას (84-ე წუთზე შევიდა) "არკა" შინ "კრაკოვიას" დაუზავდა - 1:1.

ქართველთა "პოგონი" ნიკა კაჭარავას (განაცხადში არ იყო) "კორონას" დაუზავდა - 0:0. ლაშა დვალმა შეუცვლელად ითამაშა, ხოლო მათე ცინცაძე 67-ე წუთზე გამოცვალეს.

გიორგი მერებაშვილის (90 წ.) "პლოცკმა" "ტერმალიცას" 1:0 მოუგო. მერებაშვილი საგოლე პასით გამოირჩა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

დანია, სუპერლიგა.
საბა ლობჟანიძის (57-ე წუთზე გამოცვალეს) "რანდერსმა" 0:1 წააგო "ჰორსენსთან" და ბოლო ადგილზეა.

მათე ვაწაძის გოლის მერე "სილკებორგი" 2:0-ს უგებდა "ნორდსიელანდს", თუმცა 2:4 წააგო. მათე 63-ე წუთზე გამოცვალეს, დავით სხირტლაძემ შეუცვლელად ითამაშა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ავსტრია, ბუნდესლიგა.

გიორგი ქვილითაიას (61-ე წუთზე შეცვალეს) "რაპიდმა" სტუმრად "მატერსბურგს" მოუგო - 1:0.

ავსტრია, ერსტე ლიგა.
ლევან ელოშვილის (სათადარიგო) "კაპფენბერგმა" სტუმრად 2:0 მოუგო "ლინცს".

რუმინეთი, ლიგა 1.
აკაკი ხუბუტიას (სათადარიგო) "გაზ მეთანმა" შინ "ბოტოშანი" დაამარცხა - 1:0.

ნიკა ძალამიძის (65-ე წუთზე შევიდა) "იუვენტუსი" სტუმრად "კლუჟთან" 0:2 დამარცხდა.

უნგრეთი, OTP-ბანკ ლიგა.
ქართველთა "ბალმაზივაროში" შინ 2:3 დამარცხდა "ფერენცვაროშთან". ბაჩანა არაბულმა შეუცვლელად ითამაშა, ირაკლი მაისურაძე სათადარიგო იყო.

სლოვაკეთი, ფორტუნა ლიგა.
ვახტანგ ჭანტურიშვილმა გოლი მიითვალა "ტრნავასა" და "დუნაისკა სტრედას" შეხვედრაში - 2:0.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

გოლი გაიტანა და საგოლე პასი მიითვალა გიორგი ბერიძემ, რომლის "ტრენჩინმა" 3:0 მოუგო "მორავცეს".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

შვედეთი, ოლსვენსკანი.
ზურაბ ცისკარიძის (86-ე წუთზე გამოცვალეს) "ესკილსტუნა" შინ 1:1 დაუზავდა "იონკოპინგს".

ფინეთი, იუკონენლიგა.
ირაკლი სირბილაძემ დუბლი შეასრულა, ხოლო მისმა კპვ-მ შინ "ეკენასი" 3:0 დაამარცხა.

მაკედონია, პირველი ლიგა.
ჯაბა ჯიღაურის (90 წ.) "ვარდარმა" 1:0 მოუგო "შკუპის".

კვიპროსი, I დივიზიონი.
გიორგი ილურიძის (სათადარიგო) "ახნასი" შინ აელ-თან 0:1 დამარცხდა.

რუსეთი, პრემიერლიგა.
გია გრიგალავას (სათადარიგო) "არსენალმა" თორნიკე ოქრიაშვილის (70-ე წუთზე შემოვიდა) "კრასნოდარს" 1:0 მოუგო. ამ მატჩში ოქრიაშვილმა მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო და "კრასნოდარმა" თამაში 9 კაცით ჩაამთავრა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

გიორგი ნავალოვსკის
(90 წ.) "სკა-ხაბაროვსკმა" 2:1 მოუგო "როსტოვს".

ჯანო ანანიძის (ტრავმა) "სპარტაკმა" 2:0 მოუგო გიორგი ჭანტურიას (78-ე წუთზე შეცვალეს) "ურალს".

ჯიმი ტაბიძის (90 წ.) "უფა" სტუმრად ცსკა-ს დაუზავდა - 0:0.

მოსკოვის დერბიში საბა კვირკველიას (90 წ.) "ლოკომოტივმა" "დინამო" 3:0 გაანადგურა.

"ანჟი" შინ "ზენიტს" დაუზავდა - 2:2, გიორგი ლორია სათადარიგო იყო, ჯაბა ლიპარტია კი განაცხადში არ ყოფილა.

უკრაინა, პრემიერლიგა.
სანდრო კობახიძის (სათადარიგო) "ვორსკლამ" სტუმრად დაამარცხა "ჩერნომორეცი" - 3:0.

დავით ხოჭოლავას (სათადარიგო) "შახტარმა" 2:0 მოუგო "კარპატის".

ბელარუსი, ვისშაია ლიგა.
ოთარ ჯავაშვილის (90 წ, გააფრთხილეს) "სლავია" "ისლოჩთან" სტუმრად დამარცხდა - 0:1.

გიორგი ქანთარიას (სათადარიგო) "ნემანი" სტუმრად "კრუმკაჩის" დაუზავდა - 2:2.

ვაკო გვილიას (სათადარიგო) ბატე-მ სტუმრად 1:0 მოუგო მინსკის "დინამოს".

ლატვია, ვირშლიგა.
ლაშა შერგელაშვილის (90 წ.) "რიგასი" სტუმრად 0:2 დამარცხდა "მეტასთან".

ესტონეთი, მეისტრილიგა.
ზაქარია ბეგლარიშვილის "ფლორა" 2:2 დაუზავდა სტუმრად "ტულევიკს". ჩვენებურმა ამ თამაშში შეუცვლელად ითამაშა, პენალტით სეზონში მე-16 გოლიც გაიტანა, თუმცა 79-ე წუთზე პენალტის გატანა ვერ შეძლო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

აზერბაიჯანი, პრემიერლიგა.
ზაურ სვანაძის "ინტერი" ბაქოურ დერბიში "ნეფთჩისთან" 0:2 დამარცხდა.

თამაზ ცერცვაძის (90 წუთი, გააფრთხილეს) "საბაილი" შინ 0:2 დამარცხდა "სუმგაითთან".

ყაზახეთი, პრემიერლიგა.
გოგიტა გოგუას (65-ე წუთზე შეცვალეს, გააფრთხილეს) "ოკჟეტპესი" სტუმრად "კაისართან" 1:2 დამარცხდა.

ქართველთა "ატირაუმ" 3:1 მოუგო "შახტიორს". ლადო დვალიშვილი (გააფრთხილეს) 88-ე წუთზე გამოცვალეს, უჩა ლობჟანიძემ შეუცვლელად ითამაშა.

ნიკა კვეკვესკირს არ უთამაშია, მისი "ტობოლი" კი ჩემპიონ "ასტანას" დაუზავდა - 1:1.

უზბეკეთი.
კახა მახარაძის (90 წ.) "ლოკომოტივმა" სტუმრად 3:1 მოუგო "ობოდს". შოთა არველაძის "ფახთაქორი" სტუმრად "ნავბახორთან" დამარცხდა - 0:2.

აშშ, მეიჯორლიგა.
ვაკო ყაზაიშვილის "სან ხოსემ" 2:1 მოუგო "პორტლენდს", ანგარიში სწორედ ვაკომ გახსნა მოჭრილი დარტყმით. მან შეუცვლელად ითამაშა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
მწვრთნელს რა უნდა მოთხოვო ამ "ფეხბურთელების" ხელში.
ლაშა
20:09 08-10-2017
0
გარბიან საზღვარგარეთ სათადარიგო სკამი რომ არ დაიკავოს სხვებმა. თამაშით ვერ თამაშობთ და უცხოური ენა მაიც ისწავლეთ.
ვაკო
18:39 02-10-2017
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული