ზაქარია ბეგლარიშვილმა ესტონეთის ლიგაში მე-16 გოლი გაიტანა

AutoSharing Option
30 სექტემბერს, ესტონეთის მეისტრილიგაში მორიგი გოლი გაიტანა ზაქარია ბეგლარიშვილმა. XXXII ტურის შეხვედრაში მისი გუნდი ტალინის "ფლორა" სტუმრად "ტულევიკს" დაუპირისპირდა და ქულა მოიპოვა - 2:2.

27 წლის ქართველმა ნახევარმცველმა მატჩის 26-ე წუთზე 11-მეტრიანით გაიტანა და წონასწორობა აღადგინა - 1:1. იმავეს გაკეთება შეეძლო მას 79-ე წუთზეც, თუმცა მეორე ჯერზე პენალტიდან შანსი ვეღარ გამოიყენა. სტუმრებმა ქულის გადარჩენა მსაჯის მიერ კომპენსირებული დროში მაინც მოახერხეს.

ზაქარია ბეგლარიშვილის ანგარიშზე ესტონეთის მიმდინარე ჩემპიონატში გატანილი 16 გოლია. რაც შეეხება მის გუნდს, "ფლორა" სატურნირო ცხრილს 80 ქულით ლიდერობს და
უახლოეს მდევარ "ლევადიას" 7 ქულით უსწრებს. ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტურია დარჩენილი.

შეგახსენებთ, რომ ესტონეთში ბეგლარიშვილის ეროვნულ ნაკრებში მიწვევით არიან დაინტერესებულნი.
მკითხველის კომენტარები / 1 /
როცა გშია ზაქარია, ხმელი პურიც შაქარია
ანდაზა პო წემუ
22:21 30-09-2017
1

სიახლეები პოპულარული