ლეგიონის ანონსი: კაშია VS მარიო, ბომბარდირი კვირკველია, ვაკოს შანსი "არსენალთან"

AutoSharing Option
დღეს ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის II ტურის მატჩებია. მოგეხსენებათ, ამ ტურნირში წლეულს ოთხი ქართველი ლეგიონერი თამაშობს: საბა კვირკველია (ლოკომოტივი), გურამ კაშია (ვიტესი), ვაკო გვილია (ბატე) და ჯაბა ჯიღაური (ვარდარი).

მოსკოვის "ლოკომოტივი" ჩეხურ "ზლინს" მასპინძლობს და ფავორიტადაც განიხილება. წინასწარი ინფორმაციით, ქართველი მცველი სასტარტო შემადგენლობაში იქნება - პეიჩინოვიჩთან და მიხალიკთან ერთად დაცვის ცენტრში ტრიოს შეკრავს. შეგახსენებთ, რომ პირველ ტურში რუსული კლუბი "კოპენჰაგენს" სტუმრად 0:0 დაუზავდა.

სხვათა შორის, კვირკველია მირანჩუკთან ერთად გუნდის... ბომბარდირია რუსეთის მიმდინარე ჩემპიონატში სამი გოლით.

Sportall.Ge

გურამ კაშიას "ვიტესი" მარიო ბალოტელის
"ნიცას" სტუმრობს და frenchfootballweekly.com-ის ვერსიით, ფრანგული კლუბისთვის კაშიას შეტევებში ჩართვა შესაძლოა, დიდ საფრთხეს წარმოადგენდეს. შეგახსენებთ, რომ კაშიამ ერედივიზიეს 5 ტურში 2 გოლი გაიტანა, ბოლოს კი სულაც "აიაქსი" დაამწუხრა.

"ჩვენი მიზანი ამ ჯგუფიდან გასვლაა, სხვა რა უნდა ვთქვა, - კითხვას უბრუნებს ქართველი კაპიტანი vi.nl-ის ჟურნალისტს. - ამსტერდამში ევროპულ სტილში ვითამაშეთ, ჩვენ გვყავს საამისო სწრაფი ბიჭები. ევროპაში თამაში სულ სხვა დონეა, "ლაციოსთან" წაგებამ ეს კარგად გვიჩვენა, რამდენი შეცდომაც დავუშვით, იმდენჯერ დაგვსაჯეს".

გურამ კაშიას გუნდი I ტურში შინ 2:3 დამარცხდა რომის "ლაციოსთან".

ჯაბა ჯიღაურის "ვარდარი" "როსენბორგს" სტუმრობს, ხოლო ვაკო გვილიას ბატე ლონდონის "არსენალს" მასპინძლობს. ეს სერიოზული გამოწვევაა ნებისმიერი ფეხბურთელისთვის, მაგრამ სამწუხარო ისაა, რომ ბატეს მწვრთნელი ვაკოს თითქმის არ ათამაშებს. ის არც I ტურის მატჩში ყოფილა "ცრვენა ზვეზდას" წინააღმდეგ.

სასიხარულო ისაა, რომ გვილია გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ემზადება და იქნებ ითამაშოს კიდეც.

Sportall.Ge

ევროპალიგა. ჯგუფური ეტაპი. II ტური
A ჯგუფი
ასტანა-სლავია 19:00
მაკაბი-ვილიარეალი 23:05

B ჯგუფი
პარტიზანი-დინამო (კ) 23:05
შკენდერბეუ-იანგ ბოიზი 23:05

C ჯგუფი
ლუდოგორეცი-ჰოფენჰაიმი 23:05
ბრაგა-ბაშაქშეჰირი 23:05

D ჯგუფი
მილანი-რიეკა 23:05
აეკ-აუსტრია 23:05

E ჯგუფი
ევერტონი-აპოლონი 23:05
ლიონი-ატალანტა 23:05

F ჯგუფი
ლოკომოტივი-ზლინი 23:05
შერიფი-კოპენჰაგენი 23:05

G ჯგუფი
ლუგანო-სტიაუა 21:00
პლზენი-ბეერ შევა 21:00

H ჯგუფი
ბატე-არსენალი 21:00
კიოლნი-ცრვენა ზვეზდა 21:00

I ჯგუფი
ზალცბურგი-მარსელი 21:00
ქონიასფორი-გიმარაეში 21:00

J ჯგუფი
ოსტერსუნდსი-ჰერტა 21:00
ბილბაო-ზორია 21:00

K ჯგუფი
ლაციო-ვარეგემი 21:00
ნიცა-ვიტესი 21:00

L ჯგუფი
რუსენბორგი-ვარდარი 21:00
ზენიტი-სოსიედადი 21:00
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული