10 საინტერესო ფაქტი თორნიკე ოქრიაშვილის შესახებ [VIDEO]

AutoSharing Option
თორნიკე ოქრიაშვილი საქართველოს ნაკრების ლიდერია და ყველა თამაშში დიდი ძალაა. ის ყოველთვის ყურადღების ცენტრშია და მის თითოეულ მოქმედებას ქართველი გულშემატკივარი მუდმივად აფასებს. გთავაზობთ 10 ყველაზე საინტერესო ფაქტს 25 წლის ქართველი შემტევის შესახებ.

10. 25 წლის თორნიკე ოქრიაშვილს საფეხბურთო კარიერის განმავლობაში 8 კლუბი აქვს გამოცვლილი.

9. ოქრიაშვილს "კრასნოდარის" 16 მატჩში უთამაშია. ამ პერიოდში ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზე 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.

8. ოქრიაშვილმა 2016 წელს "მარსელში" სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა და კლუბმა კონტრაქტი არ გაუფორმა. ფეხბურთელი მიზეზად კლუბში ახალი პრეზიდენტის
მისვლას ასახელებდა.

7. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში ოთარ გაბელია თორნიკეს საყრდენ ნახევარმცველად ათამაშებდა.

6. ოქრიაშვილის დებიუტი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2010 წლის 17 ნოემბერს შედგა. მაშინ ნაკრებმა სტუმრად სლოვენიას 2:1 მოუგო და ოქრიაშვილი 62-ე წუთზე ნიკოლოზ გელაშვილის ნაცვლად გამოჩნდა მოედანზე. საქართველოს ნაკრებში თორნიკე ოქრიაშვილის ანგარიშზე 37 მატჩში გატანილი 8 გოლია.

5. თორნიკე ოქრიაშვილს მსოფლიო ჩემპიონებისთვის აქვს გოლი გატანილი. ესპანეთის ეროვნულ ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში, ჯაბა ჯიღაურის პასით გამარჯვების გოლი გაიტანა.



4. ოქრიაშვილს საკლუბო კარიერის განმავლობაში 161 მატჩში 15 გოლი აქვს გატანილი. მონაცემები მოცემულია soccerway-ს მიხედვით.

3. თორნიკე ოქრიაშვილი transfermarkt-ზე 1.35 მილიონ ევროდაა შეფასებული. მისი ყველაზე მაღალი შეფასება "გენკში" 2014 წელს 1.80 მილიონი ევრო იყო.

2. ოქრიაშვილს "გენკში" თამაშის დროს ორი წლის შვილი ავად გაუხდა და ბელგიიდან საქართველოში გამოფრინდა. ბელგიურ კლუბში ამის შესახებ არაფერი იცოდნენ და ვერც თორნიკესთან ახერხებდნენ დაკავშირებას. როდესაც თორნიკემ კლუბში დაბრუნება დააპირა, ბელგიის ვიზასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა. საბაჟოზე 12-საათიანმა ცდამ და "გენკის" ხელმძღვანელების უმოქმედობამ თორნიკე ისე გააბრაზა, რომ ბელგიაში დარეკა: "მანდ ჩემი ფეხი არ იქნება". ამის შემდეგ გავრცელდა ყველაზე ცნობილი ჭორი ოქრიაშვილის მონასტერში ყოფნის შესახებ.

1. თორნიკე ოქრიაშვილი ერთხელ დაკავებული იყო. ბელგიურ გუნდში ყოფნის დროს, ნასვამი ოქრიაშვილი თანაგუნდელ ნკგონგა ანელეს ეჩხუბა და ცხვირიც გაუტეხა. მოგვიანებით ფეხბურთელი ავტომობილის ნასვამ მდგომარეობაში მართვის გამო სამართალდამცველებმა დააკავეს და საპატიმროში ნახევარი დღე გაატარებინეს. საბოლოოდ ოქრიაშვილს 10 000 ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდა და საჯაროდ ბოდიშის მოხდა დააკისრეს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგი იქნებოდა ქართული ფეხბურთისთვის, აღგვენიშნა რომ თორნიკე აღზრდილია საფეხბურთო აკადემია "ოლიმპში" მამუკა ფანცულაიასთან. ის იმ თავითვე გამორჩეული იყო ტექნიკით და გამორჩეული ჟინიანი ვარჯიშით და თამაშით მთელს აკადემიაში. ამ პატარა ვირტუოზის თამაშის სანახავად უკვე მაშინ დადიოდნენ ფეხბურთის მცოდნე ნამდვილი გულშემატკივრები. მაგრამ ჩვენი ასაკობრივი ნაკრების მწვრთნელთა სასახელოდ უნდა დავწერო, რომ ის არც 16- წლამდელ, არც 17- წლამდელ და არც 19-წლამდელ ნაკრებში გაფართოებულ შემადგენლობაშიც კი არასოდეს მიუწვევიათ. მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც თორნიკე აიყვანეს იმ დროისთვის პოპულარულ გუნდ „გაგარა“-ში(ახლად შექმნილი გუნდი მოკლე დროში აღზევდა უმაღლეს ლიგაში და მოახერხა თასის მოგება, ფინალში სამგზის თასის მფლობელი ქუთაისის „ტორპედო“ დაამარცხა), რისთვისაც ქართველი ფეხბურთის გულშემატკივრისგან დიდი მადლობა ეკუთვნის კლუბის პრეზიდენტს ბესო ჩიხრაძეს და მწვრთნელს ზვიად ჯელაძეს, რომლებმაც ახალგაზრდა ტალანტს გამოუცხადეს ნდობა და მისცეს თავის გამოჩენის საშუალება. ამის შემდეგ მადლობა ოთარ გაბელიას, რომელმაც მიიწვია 21- წლამდე ნაკრებში.
gizog
13:00 26-09-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული