ლეგიონის უქმეები: კაშიას თავური "აიაქსის" კარში! [VIDEO]

AutoSharing Option
ქართველი ლეგიონერებისთვის მორიგი უქმეები არც ძალიან წარმატებული ყოფილა და არც წარუმატებელი. და მაინც, მეხსიერებიდან კარგა ხანს არ წაიშლება გოლი, რომელიც გურამ კაშიამ ულამაზესი თავურით გაუტანა ამსტერდამის "აიაქსს"...

ესპანეთი, ლა ლიგა 2.
გიორგი აბურჯანიას "სევილია ატლეტიკო" გასვლაზე 0:3 დამარცხდა "ნუმანსიასთან". აბურჯანია მინდორზე მეორე ტაიმის დასაწყისში გამოჩნდა.

ქართული დერბი შედგა "სარაგოსასა" და "ხიმნასტიკს" შორის. მატჩი 1:1 დასრულდა. მასპინძელთა შორის გიორგი პაპუნაშვილმა 64-ე წუთიდან ითამაშა, სტუმართა რიგებში კი თავიდან ბოლომდე მოედანზე იყო ოთარ კაკაბაძე, რომელიც 70-ე წუთზე გააფრთხილეს.

გერმანია, 2. ბუნდესლიგა.
"ნიურნბერგმა" გასვლაზე
3:1 მოუგო "ფიურტს". გამარჯვებულთა რიგებში ლუკას ჰუფნაგელი სათადარიგო იყო.

აკაკი გოგიას
"უნიონი" დღეს უმასპინძლებს "კაიზერსლაუტერნს".

იტალია, სერია B.
ლევან მჭედლიძის გარეშე "ემპოლიმ" 0:1 წააგო "ჩიტადელასთან".

ირაკლი შეყილაძეს არ უთამაშია "სპეციას" რიგებში "სალერნიტანასთან" წაგებულ (0:2) შეხვედრაში.

ჰოლანდია, ერედივიზიე.
გურამ კაშიას "ვიტესმა" გასვლაზე 2:1 მოუგო ჰოლანდიურ გრანდ "აიაქსს". საქართველოს ნაკრების მცველმა ანგარიში 21-ე წუთზე გახსნა დიდებული თავური დარტყმით. კაშიამ 90 წუთი ითამაშა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

პორტუგალია, პრიმეირა ლიგა.
გიორგი მაკარიძის გარეშე "მორეირენშე" შინ დაუზავდა ფავორიტ "სპორტინგს" - 1:1.

ბელგია, ჟუპილერლიგა.
"გენტმა" შინ გიორგი ჩაკვეტაძის გარეშე 0:1 წააგო "ვარეგემთან".

პოლონეთი, ექსტრაკლასა.
შჩეცინის "პოგონი" შინ 1:2 დამარცხდა "გურნიკთან". მასპინძელთა რიგებში სრულად ითამაშეს ლაშა დვალმა და მათე ცინცაძემ.

"კორონამ" ტრავმირებული ნიკა კაჭარავას გარეშე შინ 2:1 მოუგო "ვისლას".

ლუკა ზარანდიას "არკამ" კი სტუმრად 1:0 მოუგო "პიასტს". ზარანდია სათადარიგო იყო.

გიორგი მერებაშვილის პლოცკის "ვისლა" დღეს ითამაშებს "კრაკოვიასთან".

დანია, სუპერლიგა.
"კოპენჰაგენმა" შანსი არ დაუტოვა "სილკებორგს" - 4:0. დავით სხირტლაძე, რომელიც ძირითად შემადგენლობაში იყო, 71-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო მათე ვაწაძე თადარიგში დარჩა.

"რანდერსმა" სტუმრად 1:3 წააგო "ოდენსესთან". დამარცხებულთა რიგებში სასტარტოში იყო და 66 წუთი ითამაშა საბა ლობჟანიძემ.

დანია, I დივიზიონი.
"ესბიერგმა" საკუთარ მოედანზე 1:1 ითამაშა "კიოგესთან". მასპინძელთა შორის 90 წუთი ითამაშა ლაშა პარუნაშვილმა, ბუდუ ზივზივაძე კი 83-ე წუთზე გამოჩნდა.

ავსტრია, ბუნდესლიგა.
"რაპიდმა" შინ 4:2 მოუგო "ვოლფსბერგერს". გიორგი ქვილითაია ვენური კლუბის შემადგენლობაში მეორე ტაიმის დასაწყისში გამოჩნდა და საგოლე პასით გამოირჩა.

ავსტრია, ერსტე ლიგა.
ლევან ელოშვილის გარეშე "კაფენბერგერი" შინ "ვატენსს" დაუზავდა - 1:1.

ავსტრია, რეგიონალლიგა.
ლევან ძიძიგურის "გრიოდიგმა" შინ 2:1 მოუგო "ვალს გრუნაუს". ძიძიგურმა ბოლო 30 წუთი ითამაშა.

სლოვაკეთი, ფორტუნალიგა.
"ტრნავამ" გასვლაზე 3:1 მოუგო "სენიცას". გამარჯვებულთა რიგებში 68-ე წუთზე გამოჩნდა ვახტანგ ჭანტურიშვილი.

"ტრენჩინმა" გასვლაზე 7:0 მოუგო "პრეშოვს". გიორგი ბერიძემ (90 წუთი ითამაშა) დუბლი შეასრულა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

რუმინეთი, ლიგა 1.
რუმინეთში გამართულ ქართულ დერბიში "იუვენტუსი" შინ დაუზავდა "გაზ მეთანს" - 1:1. მასპინძელთა რიგებში ნიკა ძალამიძე 62-ე წუთზე შეცვალეს, სტუმართა შემადგენლობაში კი 46 წუთი ითამაშა აკაკი ხუბუტიამ.

უნგრეთი, OTP-ბანკ ლიგა.
"ბალმაზივაროშმა" გასვლაზე 0:1 წააგო "პაკშთან". მასპინძელთა შორის 90 წუთი ითამაშეს ბაჩანა არაბულმა და ირაკლი მაისურაძემ.

კვიპროსი, I დივიზიონი.
"ახნასმა" გიორგი ილურიძის გარეშე 0:2 წააგო "ერმისთან".

მაკედონია, I ლიგა.
"ვარდარმა" გასვლაზე 1:0 მოუგო "პელისტერს". ჯაბა ჯიღაური, რომელიც სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო, 70-ე წუთზე შეცვალეს.

რუსეთი, პრემიერლიგა.
"სპარტაკისა" და "ანჟის" შეხვედრაში (2:2) ტრავმა მიიღო ჯანო ანანიძემ. ის 36-ე წუთზე შეცვალეს. როგორც "სახალხო გუნდის" მთავარმა მწვრთნელმა მასიმო კარერამ თქვა, ანანიძეს დაჟეჟილობა აქვს. დაღესტნელთა რიგებში გიორგი ლორია სათადარიგო იყო, ჯაბა ლიპარტიას კი არ უთამაშია.

"ურალმა" 3:1 მოუგო "ტოსნოს". მე-5 წუთზე პენალტი გაიტანა გიორგი ჭანტურიამ, რომელიც 67-ე წუთზე შეცვალეს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ლოკომოტივმა" გასვლაზე 1:0 აჯობა "როსტოვს". საბა კვირკველიამ 90 წუთი ითამაშა.

"უფამ" შინ 1:0 მოუგო "არსენალს". ჯიმი ტაბიძე გამარჯვებულთა რიგებში 86-ე წუთზე შეცვალეს.

"კრასნოდარმა" შინ 0:2 დათმო "ზენიტთან". თორნიკე ოქრიაშვილი მინდორზე 75-ე წუთზე გამოჩნდა.

გიორგი ნავალოვსკის "სკა ენერგია" დღეს სტუმრად ითამაშებს "ამკართან".

რუსეთი, I დივიზიონი.
"ორენბურგმა" ელგუჯა ლობჯანიძის გარეშე შინ 1:0 მოუგო "შინიკს".

უკრაინა, პრემიერლიგა.
დონეცკის "შახტარმა" სტუმრად 4:2 მოუგო "ზირკას". დონეცკელთა შორის დავით ხოჭოლავა სათადარიგო ოყო.

"ვორსკლა" შინ დაუზავდა "ზორიას" - 1:1. მასპინძელთა რიგებში არ უთამაშიათ სანდრო კობახიძესა და ანდრო გიორგაძეს.

21-წლამდელთა ჩემპიონატში "შახტარმა" გასვლაზე 4:0 სძლია "ზირკას". "სტანდარტულიდან" ულამაზესი გოლი შეაგდო გიორგი არაბიძემ.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ბელორუსი, ვისშაია ლიგა.
ბატე-მ ვაკო გვილიას გარეშე 6:0 მოუგო "სლუცკს". გიორგი ქანთარიას გარეშე კი "ნემანმა" 0:1 წააგო "ჟოდინოსთან".

ლიტვა, თასი.
ლიტვის თასის მფლობელი გახდა ლევან მაჭარაშვილი. მისმა "შტუმბრასმა" ფინალში 1:0 მოუგო "ჟალგირისს". მაჭარაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 54-ე წუთზე შეცვალეს.

ესტონეთი, მეისტრილიგა.
ზაქარია ბეგლარიშვილის "ფლორამ" გასვლაზე 2:1 აჯობა "სილამიაეს". ჩვენებურმა 86 წუთი ითამაშა.

აზერბაიჯანი, პრემიერლიგა.
ზაურ სვანაძის გაწვრთნილი ბაქოს "ინტერი" გასვლაზე დაუზავდა "ზირას" - 1:1.

თამაზ ცეცხლაძის "საბაილმა" შინ 1:0 მოუგო "ქიაფაზს". ცეცხლაძემ შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო.

ყაზახეთი, პრემიერლიგა.
"ოკჟეტპესმა" შინ 1:2 წააგო "ატირაუსთან". სტუმართა შემადგენლობაში სრულად ითამაშეს ლადო დვალიშვილმა და უჩა ლობჟანიძემ. მასპინძელთა შემადგენლობაში კი მეორე ტაიმის დასაწყისში გამოჩნდა გოგიტა გოგუა.

ნიკა კვეკვესკირის გარეშე "ტობოლმა" გასვლაზე 0:2 წააგო "ქაირათთან".

აშშ, MLS.
"სან ხოსემ" გასვლაზე 0:4 წააგო "დისი იუნაიტედთან". დამარცხებულთა რიგებში 81 წუთი ითამაშა ვაკო ყაზაიშვილმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
გიორგი ილურიძემ რა მაგრად დაიწყო, ვიფიქრე არიქა ძლივს გამოჩდა კარგი ბიჭი ვისაც დიდი ფეხბუთის თამაში შეუძლია მეთქი და რა?! არაფერი, როგორც ყოველთვის ხდება ისეც მოხდააა. და საერთოდ სტაბილურად ძირითადში ვერ ჩაჯდა უამრავი ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელი. ერთი ორს ათამაშებენ და მერე ან სათადარიგო ან განაცხადს მიღმა. საწყენია რბილად რომ ვთქვათ. ეს ჩაკვეტაძე მაინც არ გაგვიფუჭოს გენტმა, მაგის იმედი მაქვს:(
0
მეკარე არ გვყავს, რომელსაც გუნდში ათამაშებენ.. რა გვეშველებაუელსთან და სერბეთთან არ ვიცი... მერე იტყვიან - ვაისიო..
ქუთაისელი
09:41 26-09-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული