ჯანო ანანიძემ "სპარტაკი" თასის 1/8-ფინალში გაიყვანა [VIDEO]

AutoSharing Option
PLAYER_GET_VIDEOFLASH
ქართველმა ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ საქართველოს ნაკრებში მიღებული მუხლის ტრავმა მოირჩინა და მოსკოვის "სპარტაკის" მწვრთნელმა მასიმო კარერამ კრასნოდარში პირველი ლიგის "ყუბანთან" თასის 1/16-ფინალურ შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში დააყენა.

დააყენა და არც შემცდარა. ის ერთ-ერთი საუკეთესო იყო ორივე გუნდში, თავისი გუნდის იერიშებსაც წარმართავდა და კარშიაც ხშირად ურტყავდა. ასე მაგალითად, მე-10 წუთზე ბურთი ძელს გაარტყა, 29-ეზე ორი მეურვის ჩამოცილების შემდეგ ოდნავ ააცილა მიზანს, ხოლო ზედ შესვენებაზე გასვლის წინ ჰოლანდიელ პრომესს საგოლედ უპასა - 0:1.

ნაანტრაქტევს კიდევ ერთი გოლი გაატანინა ჯანომ პრომესს და გამარჯვებულის ვინაობაც გაირკვა. არც ამის მერე დამშვიდებულა ქართველი ჰავბეკი, მისი კოხტა პასით პრომესს წესით ჰეთ-ტრიკი უნდა შეესრულებინა, მაგრამ ამჯერად ვერ ივარგა. მე-80 წუთზე ჯანომ ბურთი ისევ ძელს გაარტყა, შეხვედრის დასასრულს კი მეტოქის ფეხბურთელს ყვითელი ბარათი აკიდა.
კი კარგათ ითამაშა ძალიან, მაგრამ კვინსის რომ მიეცა 2 საგოლე პასი და ჯანოს გაეტანა ორი გოლი, ხომ მაინც იგივე სათაური ექნებოდა სტატიას?)))))) დასკვნა თქვენთვის მომინდია
viyot obieqturebi
14:13 22-09-2017
0
ურტყავდა?
ჟორა
16:06 21-09-2017
0
ქქქ თუ მიაქციე ყურადღება, რომ ჯანომ ორი ოქროს პასი გაუკეთა, იმ მათხოვარმა კი ერთხელაც არ უთხრა მადლობა! შენ მსგავს რამეებს, რა თქმა უნდა ვერ ამჩნევ! თქვენ ხომ ზურგს უკან შხამისა და ბოღმის ნთხევის ოსტატები ხართ!
შოდა
13:09 21-09-2017
1
ეს ქქქ თუ ყყყ რამ დაბოღმა ნეტავ?
შოდა
13:07 21-09-2017
1
ყყყ–ები შენკენ მოიკითხე
შოდა ხარ თუ შკოდა
21 სექტემბერი 2017 13:37
1
ჯანო გილოცავ გამოჯანმრთველებას და კარგ თამაშს, გაიხარე. გელოდებით უელსთან გამარჯვებისთვის.
gizog
12:46 21-09-2017
0
მე-10 წუთზე მე გავიტანდი გოლს არათუ პროფესიონალი, რა ჭირთ ამ ქართველ ფეხბურთელებს ვერ გამიგია, ესეთი შანსი როგორ ვერ უნდა გამოიყენო, ძელს მოარტყაო... მოარტყა კი არა აცილებაა ეგ, მაგას ჯობია სახიფათოდ დაარტყა და მეკარემ მოიგერიოს
2
ნეტავ ყოველ შაბათ -კვირას თასის თამაშები იყოს პრაქტიკა არ მოაკლდებოდათ ჩვენს ლეგიონერებს.
kika
08:01 21-09-2017
1
სიახლეები პოპულარული