ლეგიონი: ოქრიაშვილმა "კრასნოდარს" ვერ უშველა, ლიპარტიამ - "ანჟის"

AutoSharing Option
რუსეთის თასის გათამაშების 1/16-ფინალი წარუმატებელი გამოდგა ქართველი ლეგიონერების ოთხი გუნდისთვის.

თასზე ბრძოლას გამოეთიშა თორნიკე ოქრიაშვილის გუნდი "კრასნოდარი", რომელიც სტუმრად ტომსკში, ქვედალიგელ "ტომთან" ანგარიშით 1:2 დამარცხა. თორნიკე თამაშში მეორე ტაიმში ჩაერთო, 87-ე წუთზე კი გააფრთხილეს.

ქვედალიგელთან დამარცხდა და გათამაშებას დაემშვიდობა ჯაბა ლიპარტიასა და გიორგი ლორიას გუნდი მახაჭყალის "ანჟიც", რომელმაც ვლადივასტოკში "ლუჩ-ენერგიასთან" წააგო - 0:2. ლიპარტიამ სტუმართა რიგებში შეუცვლელად ითამაშა, ლორია კი განაცხადში არ ყოფილა.

ქვედალიგელის ბარიერი რუსეთის პრემიერლიგის კიდევ ერთმა გუნდმა - ეკატერინბურგის "ურალმა" ვერ დაძლია, რომლის ღირსებას გიორგი ჭანტურია იცავს.
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი განაცხადში არ ყოფილა, შეხვედრა კი "შინიკმა" საკუთარ მოედანზე ანგარიშით 3:0 მოიგო.

გია გრიგალავას გარეშე მოთამაშე ტულის "არსენალმა" სტუმრად "ტამბოვთან" ბოლო წუთზე გაშვებული გოლით წააგო - 0:1.

რუსეთის თასის 1/16-ფინალში მოგვიანებით ითამაშებს ჯანო ანანიძის გუნდი მოსკოვის "სპარტაკი", რომელსაც კრასნოდარში "ყუბანს" დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
აუ ოქრის ისეთი გოლის გატანის შანსი ჰქონდა რომ რავიი.... უეჭველად უნდა გაეტანა, მაკრატელა დაარტყა !!
zura
22:17 20-09-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული