ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

პიტერ სორენსენი: ვაწაძე ჩვენს იმედებს ამართლებს

AutoSharing Option
ქართველების "სილკებორგმა" დანიის თასზე, "კიელრუპი" სტუმრად 6:0 დაამარცხა. ამ თამაშში დუბლი შეასრულა მათე ვაწაძემ, ხოლო  დავით სხირტლაძემ გოლი და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა.

-შეუჩერებელი ქართველები დანიაში: სხირტლაძის გოლი და ვაწაძის დუბლი [VIDEO]

"მოხარული ვარ, რომ თავდასხმის ხაზმა ასე კარგად იმუშავა. ეს იყო გუნდური თამაში, რომელშიც ძალიან ბევრი შანსი გვქონდა და გამოვიყენეთ კიდეც. ჩვენმა თავდამსხმელებმა გაიტანეს და ისინი ძალიან კარგ ფორმაში არიან. მათე ვაწაძე ყოველთვის არის იქ, სადაც უნდა იყოს. ის ჩვენს იმედებს ამართლებს და მოხარული ვარ, რომ ის ჩვენი გუნდის
წევრია", - განაცხადა მთავარმა მწვრთნელმა პიტერ სორენსენმა კლუბის ოფიციალურ ვებგვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში.

აღსანიშნავია ისიც, რომ "სილკებორგს" წინ ძალიან რთული თამაში ელის და 23 სექტემბერს დანიის ჩემპიონს, "კოპენჰაგენს" შეხვდება.
ასევე დაგაინტერესებთ