"ასე დაიბადა იდეა, ქართველ გულშემატკივარს მსოფლიოს ვარსკვლავების თამაში ეხილა"

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მოწვევით, 29 სექტემბერს თბილისს მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები ესტუმრებიან. 29 სექტემბერს, 21:00 საათზე, "დინამო არენაზე" "მსოფლიოს XI" მატჩის მასპინძელ "GFF –XI"-ს დაუპირისპირდება. საქველმოქმედო მატჩიდან შემოსული თანხა მიმდინარე წლის ზაფხულში ხანძრის შედეგად დაზარალებული ბორჯომის ტყის აღდგენას მოხმარდება.

- ტოტი, პუიოლი, რივალდო, მალდინი... მსოფლიოს ვარსკვლავები საქართველოსთვის ითამაშებენ

მატჩთან დაკავშირებით ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა ისაუბრა:

"მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის ზაფხულში ხანძარმა ძალიან დააზარალა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონი. ჩვენთან, ფეხბურთის ფედერაციაში, გაჩნდა იდეა, რომ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის -
საქართველოსა და ირლანდიის თამაშის ბილეთების რეალიზაციიდან შემოსული თანხა სრულად მიგვემართა ბორჯომის ტყის აღდგენითი სამუშაოებისთვის.

ამასთან, გადავწყვიტეთ, დაგვეგეგმა საქველმოქმედო მატჩი, რომელიც გარდა იმისა, რომ ფეხბურთის მოყვარულებისათვის დიდი ზეიმი იქნებოდა, ასევე მნიშვნელოვან წვლილს შეიტანდა ხანძრის შედეგად დაზარალებული ბორჯომის ტყის აღდგენაში. სწორედ აქედან დაიბადა იდეა, რომ საქართველოში ქართველ გულშემატკივარს მსოფლიოს საფეხბურთო ვარსკვლავების თამაში ეხილა.

ამ ეტაპზე, გარდა ფეხბურთელებისა, ასევე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ერთ-ერთ გუნდს გერმანელი მწვრთნელი ოტო რეჰაგელი ეყოლება, რომელიც 2004 წელს საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონი გახდა.

რაც შეეხება გუნდების სრულ შემადგენლობასა და მეორე მთავარ მწვრთნელს, მოგვიანებით გახდება ცნობილი", - აქვეყნებს მუჯირის სიტყვებს სფფ-ის პრესსამსახური.
მკითხველის კომენტარები / 2 /
სფფ და არა GFF
გიორგი
13:33 20-09-2017
0
ნწ ნწ. ნახევარი მილანია ჩამოყვანილი. უჩალიჩია კალაძეს. მერობის კამპანიის ნაწილია არჩევნების მოგება უნდა ბიჭს
დავით
23:04 19-09-2017
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული